პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
22 მაისი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
ტელ: 899 427737
ელ.ფოსტა: primegeorgia@gmail.com
ვებ.გვერდი: http://www.prime-students.eu
პიარში სპეციალისტთა ახალი თაობა მოდის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 მაისი, 2007 - ”პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია – საქართველო ” ცვლილებებს განიცდის. 2007 წლის 19 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პიარის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ასოციაციის წევრებმა, ასოციაციის ახალი გამგეობა აირჩიეს. ასოციაციის წევრთა ყრილობა შედგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში. ორგანიზაციის მენეჯმენტის ხელახალი დაკომპლექტების აუცილებლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გამგეობის წინა შემადგენლობიდან სტუდენთა დიდმა ნაწილმა პიარის პრაქტიკულ სფეროში გადაინაცვლა. განახლებული გამგეობა საქმიანობას უკვე შეუდგა. მას ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი გააჩნია.
არსებობის ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ასოციაციას უკვე აქვს. ასოციაცია, სულ რაღაც წელწადნახევრის წინ დაფუძნდა, როგორც ევროპული ასოციაციის წარმომადგენლობა. ასოციაცია აერთიანებს ევროპის 15 ქვეყანას და 500-ზე მეტ სტუდენტს ევროპის მასშტაბით. მისი მიზანია პიარისა და სხვა საკომუნიკაციო მეცნიერებების შემსწავლელი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
”როდესაც პრაიმში მუშაობა დავიწყეთ, პრაქტიკულად არ არსებობდა სტუდენტებსა და პრაქტიკოსებს შორის თანამშრომლობის გამოცდილება. ეს არის პირველი დიდი პიარ-პროექტი, რომელმაც შექმნა რეალური საფუძველი ერთობლივი საქმიანობისათვის. დამყარდა პირველი კონტაქტები პრაქტიკოს პიარ სპეციალისტებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენმა ასოციაციამ გამაერთიანებლის როლი შეასრულა ქართულ პიარ-სამყაროში.” - აცხადებს ელდარ პირმისაშვილი, ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი.
ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას ღებულობს, როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული დონის აქტივობებში. იგი გახდა პირველი ქართული პიარ-დღეების თანაორგანიზატორი. ასოციაციის ინიციატივითა და ქართული პიარ სააგენტოების ჯეპრა, ეისითი პიარისა პროფილის დაფინანსებით შეიქმნა რესურს-ცენტრი, სადაც განთავსებულია პიარ-ბიბლიოთეკა, ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტ-რესურსებიც. გარდა ამისა, ასოციაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს ევროპაში ორგანიზებულ კონგრესებში, სადაც საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ევროპელი პროფესიონალებისა და სტუდენტების ცოდნასა და გამოცდილებას.
###