ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს: დავით რიჟინაშვილმა, ლექსო ფიჩხაძემ და საბა თავდგირიძემ. საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია. გუნდის სამი წევრი დავით რიჟინაშვილი, ლექსო ფიჩხაძე და ლევან გოჯიაშვილი - დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა, ხოლო საბა თავდგირიძე კი კომაროვის სკოლიდანაა. ბიჭებმა კონკურსზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შთამბეჭდავი ქულათა რაოდენობით გაუსწრეს ტურნირში მონაწილე ქვეყნებს.