პრესრელიზი
16 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54
პირველად საქართველოში, იონიზაციის სერვისი „თეგეტა მოტორსში" - კონდიციონერის სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავება
ნუ გახდება თქვენი ავტომობილი ჯანმრთელობისთვის სახიფათო!
მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა" პირველმა შემოიტანა საქართველოში სპეციალური აპარატურა, რისი მეშვეობითაც ხდება კონდიციონერის სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით და შესაბამისი აპარატით, უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. კომპანია განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს კონდიციონერის ჰაერის სისტემის გაწმენდას იმ ავტომობილებში, რომლებითაც ხშირად მგზავრობენ პატარები.
იონიზაციის სერვისი, სპობს კონდიციონერის ჰაერის სისტემის არხებში ალერგიულ მიკრობებს, სოკოს ბაქტერიებს და ასუფთავებს ჰაერს; აქრობს ავტომობილის სალონში უსიამოვნო სუნს, მათ შორის თამბაქოს სუნსაც.
სპეციალისტების განცხადებით, კონდიციონერის ჰაერის სისტემის პერიოდულად გაწმენდის გარეშე, ავტომობილი და მასში დაგროვილი უსიამოვნო სუნი, სოკო და მიკრობები, საფრთხეს უქმნის მგზავრების ჯანმრთელობას. უამრავი ნივთიერება, რითიც ატმოსფეროა გაჯერებული, ავტომობილების სალონსა და კონდიცირების სისტემაში წლობით ილექება, გროვდება და გარკვეული დროის შემდეგ შედის რეაქციაში ერთმანეთთან... მსგავსი სათბურის ეფექტის მქონე გარემო სხვადასხვა ბაქტერიების და მიკროორგანიზმების განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის პირობებში - წარმოიქმნება ზღარბის მაგვარი მცირე მიკროორგანიზმები, რომლებიც დროთა განმავლობაში მრავლდება. მსგავსი ნივთიერებები არა მარტო კონდიცირების სისტემაში გროვდება, არამედ სალონში არსებულ მატერიებზეც და შემდეგში ხვდება ადამიანის სასუნთქ ორგანოებში, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
კონდიცირების სისტემის გაწმენდა მავნე მიკრობებისგან და იონიზაციის სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის" ვაკისა და ფოთის ფილიალებში. პროცედურა გრძელდება 20-25 წუთის მანძილზე. მომსახურების ღირებულება შეადგენს 30-40 ლარს. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ, სულ მცირე წელიწადში ერთხელ.