ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პირველად საქართველოში ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის კ-1-ის წესებით
01/07/2014

პრესრელიზი

1 ივლისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მაკო მეტრეველი
597970393

პირველად საქართველოში ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის კ-1-ის წესებით

 

3 ივლისს თბილისის სპორტის სასახლე კიკბოქსინგში WFC ვერსიით K 1-ის ორთაბრძოლებს უმასპინძლებს. გიგა ჭიკაძე K 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იაპონელ სპორტსმენს ნაოკი სამუკავას დაუპირისპირდება. პარალალურად გაიმართება სარეიტინგო ორთაბრძლები, რომელშიც მონაწილეობას ჰოლანდიელი, არგენტინელი, იაპონელი, სურინამელი, რუსი, სომეხი და ქართველი მებრძოლები მიიღებენ.
1 ივლისს, 15:00 საათზე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება პრესს კონფერენცია, რომლის დროსაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გიგა ჭიკაძე და მისი მეტოქე იაპონელი ნაოკი სამუკავა ბრძოლის შესახებ ისაუბრებენ. პრესკონფერენციიას დაესწრება WFC ოფიციალური წარმომადგენელიც, რომელიც დეტალურად ისაუბრებს ღონისძიების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს კიკბოქსის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყობა. ღონისძიების მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman). მთლიანი შოუ კი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. გიგა ჭიკაძე გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" აქტიურადაა ჩართული. 3 ივლისს ამ კამპანიას მხარდაჭერას ორთაბრძოლებში მონაწილე სხვა სპორტსმენებიც გამოუცხადებენ.

 

 

ორთაბრძლები თბილისის სპორტის სასახლეში 3 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.
მთავარი შოუ და საჩემპიონო ქამრისთვის ორთაბრძოლა კი 20:00 საათზე შედგება.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ფონდში "knockout cancer "(დაამარცხე სიმსივნე). ფონდი ეხმარება სიმსივნით დაავადებულების მკურნალობა
IT'S SHOWTIME არის კიკბოქსინგის და საბრძოლო ხელოვნების პრომოუშენი, რომელიც საფუძველს იღებს ნიდერლაბდებიდან, (ამსტერდამი). ის შექმნა საიმონ რუცმა 1998 წელს და პირველი შოუ გაიმართა 1999 წელს. არის მსოფლიოს მნიშვნელოვანი და სანახაობრივი ღონისძიება. მსგავსი შოუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. 
მსოფლიო ჩხუბის შოუ საქართველოში პირველად 3 ივლისს ,სპორტის სასახლეში საქართველოს კიკბოქსის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყობა. ღონისძიების მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman). მთლიანი შოუ კი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. გიგა ჭიკაძე გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" აქტიურადაა ჩართული. 3 ივლისს ამ კამპანიას მხარდაჭერას ორთაბრძოლებში მონაწილე სხვა სპორტსმენებიც გამოუცხადებენ. 

 

წაკითხულია: 3139