ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პირველად საქართველოში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა
25/05/2013
პრესრელიზი

25 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
0159, მარშალ გელოვანის გამზ.#6,თბილისი,საქართველო
+995 32 237 80 09;
მობ:+995 577 08 00 87;
t.goderdzishvili@moa.gov.ge

პირველად საქართველოში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, პირველად საქართველოში, კომპანია "კავკასიის გენეტიკის" სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა. ტრანსპლანტაცია  ცენტრის მიერ მოწვეულმა  გერმანელმა სპეციალისტმა, დოქტორ ჯეიკობ შერცერმა, ჩაატარა.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცხოველეობის დარგის სპეციალისტები და ფერმერები.

ემბრიონის გადანერგვის ტექნოლოგია არის უსწრაფესი გზა პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის.  ტრანსპლანტირება ჯიშიანი  ფურებისგან  მრავალრიცხოვანი  შთამომავლობის მიღების საშუალებას იძლევა.

ემბრიონის, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის  გადანერგვა  შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივი რეციპიენტის ფურებისათვის, რაც განაპირობებს გაუმჯობესებული, მაღალპროდუქტიული ჯიშის  ხბოს დაბადებას. სხვადასხვა ზომის ადგილობრივი ჯიშის ფურისათვის,  ხდება შესაბამისი ჯიშის ემბრიონის შერჩევა. ეს საშუალებას აძლევს ფერმერს,  ანალოგიური ხალასჯიშიანი პირუტყვის იმპორტთან შედარებით  დაზოგოს  დაახლოებით 5000 ლარი.

კომპანია "კავკასიის გენეტიკა" დაფუძნდა 2006 წელს და დღემდე წარმატებულად საქმიანობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენების, ხელოვნური განაყოფიერების გზით ჯიშობრივი გაუმჯობესების და საკონსულტაციო მომსახურეობის კუთხით.

 

წაკითხულია: 2293

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში