პრესრელიზი
20 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
პირველი “მწვანე” პროექტი საქართველოში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 თებერვალი, 2009 - შპს. “ნიბა – ინვესტი”, მეტროსადგურ “დელისის” მიმდებარედ საქართველოში პირველ “მწვანე” შენობას აშენებს.
მიწისქვეშა მოცულობების მშენებლობა უნიკალური ტექნოლოგიით ხორციელდება. 18775 კვ.მ მიწისქვეშა ნაგებობა ეკოლოგიურად სუფთა «მწვანე» პროდუქტია. პროექტით გათვალისწინებული თანამედროვე ტექნოლოგიები არ გამოყოფენ მავნე გაზებს, CO, CO2, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოს ძირეულ პრობლემასთან – გლობალურ დათბობასთან მიმართებაში. სავაჭრო ცენტრი “ნიბა დელისი”Pპირველი ეკოლოგიური პროექტია საქართველოში.
“ნიბა დელისი” დეველოპერული კომპანია ‘ნიბა ინვესტის” ერთ-ერთი უმნიშვვნელოვანესი პროექტია. “ნიბა დელისი” წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს რომელშიც შედის 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი “დელისი” და მრავალსართულიანი ბიზნესცენტრი “ნიბა თაუერი”.
შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად იმუშავა მსოფლიო ხუთეულში შესულმა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა.
პროექტის განხორციელება გათვალისწინებულია ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ხორციელდება მხოლოდ სავაჭრო ცენტრისა და მისი ავტოსადგომების მშენებლობა. მომავალში სავაჭრო ცენტრ “დელისის” თავზე 165 მეტრიანი მინის კოშკი “ნიბა თაუერი” აშენდება. “ნიბა თაუერი” იქნება ყველაზე მაღალი შენობა მთელს ამიერკავკასიაში.
###