ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პოლონელი ექიმების ვიზიტი რეფერალურ ჰოსპიტალში
29/09/2011

 
პრეარელიზი

29 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge

ელდარ პირმისასვილი
558 44 55 66
eldarpr@gmail.com

პოლონელი ექიმების ვიზიტი რეფერალურ ჰოსპიტალში

28 სექტემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტის საკონფერენციო დარბაზში „სანადიმო"  რეფერალური ჰოსპიტალის ორგანიზებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციის მიზანი გახლდათ საქართველოშო საპატიო მისიით ჩამოსული მსოფლიოში ლიდერი პოლონელი ექიმების მიერ მიმდინარე უფასო გამოკვლევების და კონსულტაციების პირველი ეტაპის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე საკუთარი ანგარიში მიმდინარე საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით პოლინელმა ექიმებმა თავად გააცნეს საზოგადეობას. მათ ასევე ისაუბრეს პოლონური მხარის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და დახმარებაზე ,რასაც ექიმები რეფერალურ საავადმყოფოსთან პარტნიორობით განახორციელებენ.

პრეზენტაციას პოლონური დელეგაციის გარდა საქართველოს მხრიდან რეფერალური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლაშა ფაილაძე, პარლამენტის  ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

,,პოლონეთი აპირებს მასშტაბურად ჩაებას საქართველოს ჯანდაცვის პროექტის განხორციელებაში. იგეგმება ქართველი  ექიმების გადამზადება როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთშიც. ისინი გაეცნენ რეფერალური საავადმყოფოს პრობლემებს,  იგეგმება როგორც მაღალი კვლევის აპარატურის ჩამოტანა-დანერგვა და ტრენინგები,"- განაცხადა ფაილაძემ.

წაკითხულია: 2584