პრესრელიზი
20 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზოსიმე გზირიშვილი
579995787
18-დან 23 აგვისტომდე საქართველოს ეწვევიან
პოლონელი სპეციალისტები პროექტ ‘'დამოუკიდებლობა 4: ტიფლორეაბილიტაციის სისტემის განვითარების'' ფარგლებში. (დეტალური გრაფიკი იხილეთ თანდართულ ფაილში)
ისინი სუპერვიზიას გაუწევენ ქართველ ჰიპოთერაპევტებს, შეაფასებენ მათ მუშაობას და მათთან ერთად დასახავენ რეაბილიტაციის სისტემის განვითარების გზებს. ჩატარდება სემინარები ქართველი სპეციალისტებისთვის და მეცადინეობები სარეაბილიტაციო ცენტრ ‘'სათავეს'' ბენეფიციარებთან. დაგეგმილია შეხვედრები ჰიპო- და დოგოთერაპევტებთან, ფსიქოლოგებთან, უსინათლოთა სივრცეში ორიენტაციის ინსტრუქტორებთან, ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ამავე ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სპეციალისტები ეწვევიან Ridemed-ს ლისის ტბაზე.
ფონდი ‘'არი არი'' საქართველოში 2009 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ტიფლოსისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ტარდებოდა სემინარები, ტრენინგები და საჯარო ლექციები ჰიპო- და დოგოთერაპევტებისთვის (ცხენით და ძაღლით თერაპია), ასევე უსინათლოთა სივრცეში ორიენტაციისა და საყოფაცხოვრებო უნარების ინსტრუქტორთათვის. ariari.org
ფონდი ‘'არი არის'', ასოციაცია ‘'სათავეს'' და ‘არასამთავრობო ორგანიზაცია ''მარიანის'' მიერ პროექტ ‘'დამოუკიდებლობა 4''-ის ფარგლებში 2013 წლის ივნისში საგარეჯოს სარეაბილიტაციო ცენტრში მოეწყო ჰიპოთერაპიის ბანაკი უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის. (იხ. თანდართული ფაილი)
იპოთერაპია-ეს არის ფიზიოთერაპიული მკურნალობა, რომელიც ეყრდნობა ნეირო-ფიზიოლოგიურ პრინციპებს,წარმოქმნილს ცხენთან და ცხენზე კონტაქტისას. იგი მოიცავს ჩარევას ნეირო-ფიზიოლოგიურ პროცესებში, რათა სრულყოფილი გახდეს ფიზიოთერაპიული/ნეირო ფიზიოლოგიური მკურნალობა.
მომსახურეობის მიზანი- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჩაუტარდეს სამედიცინო, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მიღწეული იქნას ფუნქციურ შესაძლებლობათა მაქსიმუმი.