პრესრელიზი
20 ივნისი ,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
593 260609
maiko@publicity.ge
ელდარ პირმისაშვილი
558445566
eldar@publicity.ge
პოპულმა გენერალური დირექტორი საზღვარგარეთიდან მოიწვია
[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 ივნისი, 2011 წელი - 17 ივნისი 2011 წელი, კომპანია პოპულმა, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, გამოცდილი სერბი სპეციალისტი მოიწვია.
დღეისათვის კომპანია პოპულმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც შემდგომი განვითარებისათვის საჭირო გახდა საერთაშორისო გამოცდილების სპეციალისტის მოწვევა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
სპეციალისტის შერჩევა რამოდენიმე თვე მიმდინარეობდა, რომლის შედეგად, კომპანიის გენერლურ დირექტორად დაინიშნა ქალბატონი თეოდორა ტიჩერიკი, წაროშობით სერბი სპეციალისტი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, კვების მრეწველობისა და რითეილ სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.
ახალი გენერალური დირექტორის თქმით „მისი საქმიანობის გეგმებში შედის მაღაზიათა ქსელის 60 - მდე გაზრდა, მსოფლიო გამოცდილების დანერგვა პოპულის ქსელში და ახალი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება ქართველი მომხმარებლებისთვის".
ბოლო დროს პოპულში განხორციელებულმა დადებითმა ცვლილებებმა და დასავლურ მართვის სტილზე გადასვლამ, რომელიც კომპანიის რებრენდინიგს პროცესია, ხელი უნდა შუწყოს ორგანიზაციის შემდგომ განვითრებას და მომხმარებლების ლოიალობის გაზრდას.