ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრემია „დურუჯი“ – წლის თეატრალური მოვლენა სტარტს იღებს
25/02/2013
 

პრესრელიზი

25 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

მზია შარაშიძე
+995 577  222727
+995 32  2201122 / Ext. 110
mzia.sharashidze@redix.ge
http://www.redix.ge/

პრემია „დურუჯი" - წლის თეატრალური მოვლენა სტარტს იღებს

თეატრალური პრემია „დურუჯის" ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის" და კომპანია „რედიქსის" ინიციატივით უკვე მეხუთედ იმართება. კონკურსში მონაწილეობის პირობებში შეტანილ ცვლილებებსა და განახლებულ დებულებას მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება სამშაბათს, 26 თებერვალს, 16:00 საათზე, კომპანია „რედიქსის" ოფისში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას #71.

„დურუჯი" 2012-2013 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

  • საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს;
  • საუკეთესო მსახიობი ქალი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
  • სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
  • საუკეთესო სცენოგრაფი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს.

„დურუჯმა" უკვე შეძლო წლის თეატრალური მოვლენის სტატუსის მოპოვება, პრემია სულ უფრო პოპულარული ხდება და სეზონიდან სეზონამდე იზრდება წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა. ამიტომ, წელს განაცხადების მიღების ვადა 1 თვით, აპრილის ნაცვლად მარტის ბოლომდე გადმოვწიეთ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჟიურის წევრებს მეტი დრო ექნებათ წარდგენილი ნამუშევრების შესაფასებლად და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. პრემია „დურუჯით" წლის ყველაზე საინტერესო, ინოვაციური და თვითმყოფადი თეატრალური ნამუშევრები აღინიშნება; იმედია, ჟიურის წევრებს სწორედ ამ ნიშნებით გამორჩეული პრეტენდენტებიდან მოუწევთ საუკეთესოს არჩევა", - აცხადებს პრემია „დურუჯისა" და საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის" დამფუძნებელი, ბატონი ლაშა პაპაშვილი.

„დურუჯის" კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 31 მარტს იწურება.

პრემიაზე წარდგენისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.redix.ge, www. 24saati.ge და გაზეთში „24 საათი".

თეატრალური პრემია „დურუჯის" პარტნიორია კომპანია „რედიქსი"; საინფორმაციო მხარდამჭერები - ტელეკომპანია „რუსთავი 2", რადიო „ფორტუნა", გაზეთი „24 საათი", ჟურნალი „ცხელი შოკოლადი".

 

 

წაკითხულია: 2461