ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრეს-რელიზი სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის მონაწილეობის შესახებ
15/04/2015

პრეს-რელიზი

15 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვი

სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტი საქართველოში ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში «CTF -CAUCASUS TOURISM FAIR 2015» მონაწილეობს 

სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში «CTF-CAUCASUS TOURISM FAIR 2015» (თბილისი, საქართველო, 16-18 აპრილი 2015 წ.). ტურიზმის გამოფენა-ბაზრობა ეძღვნება საქართველოს შიდა და გამსვლელ ტურიზმს. 

სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის მონაწილეობის ერთ-ერთი საკვანძო მიზანია - საქართველოსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარება. 
მიუხედავად სავიზო ბარიერებისა ტურისტებს საქართველოდან ორგანიზებული ჯგუფების შემადგენლობით შეუძლიათ ისარგებლონ სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე 72 საათის განმავლობაში უვიზოდ შესვლის უფლებით საკრუიზო თბომავლებზე და ბორანებზე. ჰელსინკში ბიუჯეტური ავიარეისებით ჩამოფრენის შემდეგ ტურისტებს შეუძლიათ დაჯდნენ ბორანზე, რომელიც ყოველდღიურად გადის სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, მოახდინონ მოგზაურობა ფინეთის ყურის მიმართულებით და გაატარონ სამი დაუვიწყარი დღე სანქტ-პეტერბურგში, ამასთანავე თავიდან აიცილონ ვიზების გაფორმების პროცედურა.
სანქტ-პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტი სთავაზობს გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს ეწვიონ სტენდს 11.25, სადაც ტურბიზნესის პროფესიონალებს და ტურიზმის სფეროში წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს ელოდება პრეზენტაცია სანქტ-პეტერბურგის ტურისტული პოტენციალის შესახებ. 

 

წაკითხულია: 4138