ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრივარტბანკმა პრემიუმ კლასის ბარათი გამოუშვა
24/08/2011


პრესრელიზი

24 აგვისტო,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
pressGO@privatbank.ge

+995 32 (2) 555 555

პრივატბანკმა (საქართველო) გამოუშვა პრემიუმ კლასის პირველი პლასტიკური ბარათი - VISA INFINITE

პირველი  vip- კლიენტი - ელიტური ბარათის მფლობელი გახდა რესტორატორი  თბილისიდან

„ჩვენს კლიენტებს შორის საკმაოდ ბევრი გამოჩენილი ხელოვანი, პოლიტიკოსი და მეცენატია, რომლებსაც სურთ მიიღონ უმაღლესი დონის მომსახურება, მათ შორის იყვნენ ელიტური ბარათების მფლობელები, - აღნიშნავს პრივატბანკის (საქართველო) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბოგდან ლესიუკი. - დღეიდან  ჩვენი ბანკი  აძლევს მათ ასეთ შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ Infinite კლასის ბარათების რაოდენობა მსოფლიოში სულ რამოდენიმე ათასია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლა ამ ბარათების მფლობელებს შორის არიან პრივატბანკის  (საქართველო) კლიენტებიც".

პრივატბანკის Visa Infinite ბარათების მფლობელებს  ექნებათ საშუალება შეუზღუდავად მიიღონ  პერსონალური საბანკო მომსახურება პრივატბანკში ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად,  და აგრეთვე მიიღონ პრივატბანკისა და მისი პარტნიორების დამატებითი სერვისების ექსკლუზიური კომპლექსი. მათ შორის სადღეღამისო კონსიერჟ-სერვისის მომსახურება  - პერსონალური მენეჯერი დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში, ყველა სახის ბილეთების შეკვეთა და დაჯავშნა, ავტომატური მონაწილეობა რიგ დისკონტურ პროგრამაში მთელს მსოფლიოში.

„უკრაინაში  ჩვენი  ძირითადი  ბანკის გამოცდილება, რომელიც უკრაინის ბაზრის ლიდერია როგორც პლასტიკური ბარათების რაოდენობის მიხედვით მთლიანობაში, აგრეთვე vip-ბარათების მიხედვით, გვაძლევს საფუძველს ვიყოთ დარწმუნებული, რომ  საქართველოში ჩვენ შევძლებთ შევთავაზოთ ანალოგიური მომსახურება უმაღლეს დონეზე, - დარწმუნებულია ბოგდან ლესიუკი.

ბოლო წლის განმავლობაში პრივატბანკმა გაამყარა  თავისი პოზიციები საქართველოს საფინანსო ბაზარზე, ეროვნული ბანკის მიერ შედგენილ რეიტინგში ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით მან აიმაღლა ადგილი  მე-10-დან  მე-8 ადგილამდე, კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და კლიენტთა ბაზის მიხედვით ის შედის საქართველის ბანკების ტოპ-5-ში. ბანკმა დაიწყო მუშაობა 1994 წელს,  2007 წლიდან ის შედის „პრივატბანკის" საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში. დღეისათვის ბანკის კლიენტთა რაოდენობა 800 ათას ადამიანზე მეტია. ბანკის ინფრასტრუქტურა ითვლის 85 განყოფილებას. წლის ბოლომდე პრივატბანკი (საქართველო) გეგმავს ძირითადი საბანკო მომსახურებების დანერგვას, რომლებსაც სთავაზობენ კლიენტებს უკრაინაში.

წაკითხულია: 2575