ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრივატბანკის კიდევ ერთი ახალი სერვის-ცენტრი
28/10/2011

პრესრელიზი

 

28 ოქტომბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
პრივატბანკის პრეს-სამსახური
მაკო ბოცვაძე.
+995 32 (2) 555 555
pressGO@privatbank.ge

პრივატბანკის კიდევ ერთი ახალი სერვის-ცენტრი თბილისში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 ოქტომბერი ,2011 - პრივატბანკი(საქართველო) კვლავ აგრძელებს ფილიალების დამატებას თბილისის მასშტაბით:

31  ოქტომბერს  ქ. თბილისში   ც. დადიანის 34  (ნაძალადევის  რაიონი)  ნაძალადევის მეტროს   მიმდებარე ტერიტორია,   ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნება. "პრივატბანკი" საქართველოში  "მოსახერხებელ" ბანკის ფილიალების ქსელს   ავითარებს, რომლებიც კლიენტებისათვის საჭირო ტერიტორიაზე  მუშაობენ, მათთვის მოსახერხებელი სამუშაო რეჟიმით -აცხადებს სს პრივატბანკის (საქართველო) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე  ბოგდან ლესიუკი." ეს გახლავთ რიგით 33-ე ფილიალი ქ. თბილისის მასშტაბით. 

პრივატბანკის სერვის-ცენტრი როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მის მრავალრიცხოვან სტუმრებს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს: კომუნალური გადასახადების გადახდა, საკრედიტო ბარათის გაფორმება, დეპოზიტის გახსნა, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, კონვერტაცია, იურიდიული პირების მომსახურება და ა.შ.

მიმდინარე წლის ბოლომდე, პრივატბანკი (საქართველო) გეგმავს გააფართოვოს ფილიალების ქსელი  40%-ით - 100 ერთეულამდე.

 დღესდღეობით სს "პრივატბანკი" ინფრასტრუქტურის დონის  და კლიენტთა ბაზის განვითარების მაჩვენებლების მიხედვით შედის  ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების  ხუთეულში,  ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შედგენილ რეიტინგში ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით  იკავებს მე-7-ე ადგილს.

 საერთაშორისო საბანკო ჯგუფი "პრივატბანკი" ემსახურება 22 მილიონ კორპორაციულ და ფიზიკურ  კლიენტს მსოფილოს 12 ქვეყანაში, რომელთა შორის არიან:  საქართველო, რუსეთი, ლატვია, იტალია, პორტუგალია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, გერმანია, ესპანეთი, ყაზახეთი.

პრივატბანკის ასეთი გაფართოვება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იგი საიმედო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ზრუნავს ქართველ მომხმარებელზე.

წაკითხულია: 2723