ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრივატბანკმა (საქართველო )ორი კვირის მანძილზე 6 ახალი ფილიალი გახსნა
30/09/2011


პრესრელიზი

30 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
პრივატბანკის პრეს-სამსახური
+995 32 (2) 555 555
pressGO@privatbank.ge

პრივატბანკმა (საქართველო )ორი კვირის მანძილზე 6 ახალი ფილიალი გახსნა

სექტემბრის ბოლო ორი კვირის მანძილზე სს პრივატბანკმა(საქართველო) დედაქალაქსა და რეგიონებში 6 ახალი ფილიალი გახსნა.

თბილისში სავაჭრო ცენტრ "კიდობანში",  პრივატბანკი   კლიენტებს  არა მხოლოდ სამუშაო, არამედ დასვენების დღეებშიც  მოემსახურება.   კლიენტებისათვის  მოხერხებულ რეჟიმში მუშაობს ახალი ფილიალი სადგურის ტერიტორიაზე (თამარ მეფის ქ.14).

"პრივატბანკი" საქართველოში  "მოსახერხებელ" ბანკის ფილიალების ქსელს   ავითარებს, რომლებიც კლიენტებისათვის საჭირო ტერიტორიაზე  მუშაობენ , მათთვის მოსახერხებელი სამუშაო რეჟიმით , -აცხადებს  სს პრივატბანკის (საქართველო) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე  ბოგდან ლესიუკი." დედაქალაქის და  სხვა ძირითადი ქალაქების გარდა, ჩვენ აქტიურად ვხსნით თანამედროვე ბანკის ფილიალებს იმ რეგიონებში, სადაც ეს ხელს შეუწყობს  ტურიზმის განვითარებას ." ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, თანამედროვე მომსახურებით უზრუნველყოფს  პრივატბანკის ახალი ფილიალები  წყალტუბოსა და საჩხერეში.  ასევე ბანკმა დაამატა კიდევ ერთი ახალი ფილიალი ქუთაისში. მიმდინარე წლის ბოლომდე პრივატბანკი(საქართველო) გეგმავს გააფართოვოს ფილიალების ქსელი  40%-ით  100 ერთეულამდე. 

დღესდღეობით  სს "პრივატბანკი" ინფრასტრუქტურის დონის  და კლიენტთა ბაზის განვითარების მაჩვენებლების მიხედვით შედის  ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების  ხუთეულში ,  ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ შედგენილ რეიტინგში ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით  იკავებს მე-7-ე ადგილს.

საერთაშორისო საბანკო ჯგუფი "პრივატბანკი" ემსახურება 22 მილიონ კორპორაციულ და ფიზიკურ  კლიენტს მსოფილოს 12 ქვეყანაში ,რომელთა შორის არიან: საქართველო,რუსეთი,ლატვია,იტალია,პორტუგალია,ჩინეთი,დიდი   ბრიტანეთი,კვიპროსი,გერმანია,ესპანეთი,ყაზახეთი.

წაკითხულია: 2624