პრესრელიზი
30 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
PH International - საქართველო
ანნა ადამია
ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ასისტენტი
ტელ.: 299 00 49 / 598 300 572
ელექტრონული ფოსტა: anna.adamia@ph-int.org
პროგრამის „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით" - ELCE
კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთათვის
2013 წლის 1 ივნისი
სასტურო შერატონ მეტეხი პალასი
თბილისი, თელავის ქუჩა #20
ა.წ. 1 ინვისს 10:30 საათზე გიწვევთ პროგრამის „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"კონცფერენციის გახსნაზე. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი ალუდა გოგლიჩიძე და ქ-ნი ნანა იოსელიანი-მაისნერი, პროგრამის „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით" დირექტორი.
კონფერენციის მონაწილე ინგლისური ენის 92 პედაგოგი და შვიდი ამერიკელი ექსპერტი საქართველოს შვიდი რეგიონიდან (სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი) დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მიღებულ გამოცდილებას ინგლისური ენის სწავლების კონტენტზე დაფუძნებული მეთოდებისა და თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების შესახებ.
კონფერენციის დასასრულს გაიმართება ინგლისური ენის გამორჩეული მასეავლებლების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. პროგრამის „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით" მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო ჯილდო - მადლობის სიგელი და ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელოთა პაკეტი გადაეცემა ინგლისური ენის 21 გამორჩეულ პედაგოგს საქართველოს შვიდი რეგიონიდან (საჯილდოვდება სამი მასწავლებელი თითოეული რეგიონიდან).
პროგრამა „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით" 2011 წლის აგვისტოში დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის გაუმჯობესებას. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან უშუალო თანამშრომლობით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
PH International - საქართველო
ანნა ადამია
ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ასისტენტი
ტელ.: 299 00 49 / 598 300 572
###
ინფორმაცია პროგრამის „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით" შესახებ:
2011 წლის ივლისში ორგანიზაცია PH International-მა ამერიკის საელჩოს დაფინანსებით დაიწყო ახალი პროგრამის - „ინგლისური ენა სამოქალაქო განთლების გამოყენებით" - განხორციელება. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის გაუმჯობესებას. პროგრამის უშუალო ბენეფიციარები არიან საშუალო სკოლების 1-12 კლასის ინგლისური ენის მასწავლებლები და მათი მოსწავლეები. პროგრამა წარმოადგენს ამერიკის საელჩოს მიერ ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში განხორციელებული საპილოტე პროგრამის გაგრძელებას და დღესდღეობით საქართელოს შვიდ რეგიონში იმერეთში (ქუთაისი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (ზუგდიდი), აჭარაში (ბათუმი), გურიაში (ოზურგეთი), შიდა ქართლში (გორი), ქვემო ქართლში (რუსთავი) და კახეთში (თელავი) ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან - საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამის „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით" ამოცანებია:
1. ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განავრცოს ამერიკის საელჩოს მიერ ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში განხორციელებული საპილოტე პროგრამა ოთხ სხვა რეგიონში: ქვემო ქართლში, გურიაში, აჭარასა და კახეთში, როგორც მოდელი, ახალი მეთოდების გამოსაცდელად და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების აღსანუსხად.
2. შვიდი ამერიკელი ექსპერტის მიერ ჩატარდეს ტრენინგ-სემინარები საშუალო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული ინსტრუქციის, სწავლების კომუნიკაციური მეთოდისა და კონტენტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას და ინგლისური ენის გაკვეთილზე სამოქალაქო განათლების ელემენტების შემოტანას.
3. ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდეს ისეთი დამატებითი სასწავლო მასალების შედგენა, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სამოქალაქო განათლებისა და დასავლური და ამერიკული კულტურის ელემენტების შესახებ.
4. მოხდეს პროგრამაში მონაწილე სკოლებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, რომელიც გაამდიდრებს ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის პროცესს.
პროგრამის ფარგლებში შვიდი ამერიკელი ექსპერტი პირიდპირ მუშაობდა პროგრამის მონაწილე 377 ინგლისური ენის მასწავლებლთან საქართველოს შვიდი რეგიონის 187 სკოლიდან. გავლილი ტრენინგ-სემინარების შედეგად მოხდა პროგრამის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება, რაც გულისხმობს მათ მიერ მოსწავლეზე ორიენტირებული ინსტრუქციის, სწავლების კომუნიკაციური მეთოდებისა და კონტენტზე დაფუძნებული სწავლების გამოყენებას.
პროფესიული განვითარება, რაც გულისხმობს მათ მიერ მოსწავლეზე ორიენტირებული ინსტრუქციის, სწავლების კომუნიკაციური მეთოდებისა და კონტენტზე დაფუძნებული სწავლების გამოყენებას.
პროგრამაში მონაწილე 187-ივე სკოლას ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის მულტიდიმედიის საშუალებებით გასამდიდრებლად უსასყიდლოდ გადაეცა ტექნოლოგიების პაკეტი (ვიდეო პლეერი, დინამიკები, მპ3 პლეერი, პორტატული კომპიუტერი (ლეპტოპი), კომბაინი - პრინტერი, სკანერი, კოპიერი).
პროგრამის ფარგლებში შეიქმნდა ბლოგი (www.elceonline.com ) და Facebook გვერდი (www.facebook.com/elceonline ) რომლებიც ასრულებენ დამატებითი სასწავლო მასალებისა და ინფორმაციის გაზიარების პორტალის ფუნქციებს.
ელექტრონული ფოსტა: anna.adamia@ph-int.org