პრესრელიზი
18 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
"სუფთა მდინარე - სუფთა ზღვა!" არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად
პროექტი "სუფთა მდინარე - სუფთა ზღვა!" არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად (CRCS).
რუმინული ეკო საკონსულტაციო ცენტრი გალათი თავის მოლდაველ, თურქ, ბულგარელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად მოხარულია გაცნობოთ, რომ პირველი თებერვლიდან დაიწყო პროექტ "სუფთა მდინარე - სუფთა ზღვა" განხორციელება. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე და ხორციელდება ეკო საკონსულტაციო ცენტრ გალათის (ECCG) კოორდინაციის ქვეშ.
პროექტი ფინანსდება „შავი ზღვის საერთო სამოქმედო პროგრამის (JOP) ფარგლებში (2007-2013" (ENPI). CRCS პროექტი მთლიანად ესადაგება:
ECCG-ს პარტნიორები არიან:
გარემოსა და ველური ბუნებისა დაცვის საზოგადოება (DYKD), თურქეთი, შავი ზღვის რეგიონი:
ეკოლოგიური კონსულტაციები ცენტრი Cahul (ECCC), მოლდავეთის რესპუბლიკა
შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (BSNN), ბულგარეთი
რეგიონალური გარემოს დაცვის ცენტრი (REC), მოლდავეთის რესპუბლიკა
კავკასიის რეგიონალური გარემოს დაცვის ცენტრი (REC CAUCASUS), საქართველო
პროექტის ძირითადი ამოცანა:
1) განვითარდეს თანამშრომლობა და პარტნიორობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ასევე ხელი შეეწყოს ყველა დაინტერესებულ მხარეს გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებაში წყლის მართვისა და დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში;
2) გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობა და დაეხმაროს ადგილობრივ და სხვა დაინტერესებულ პირებს გაიზიარონ გამოცილება წყლის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში;
3) გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება და გაძლიერდეს საზოგადოების ჩართულობა შავი ზღვის დაბინძურების, განსაკუთრებით შენაკადების და ეკოსისტემების დაცვის სფეროში.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს და საბოლოო ბენეფიციარებს წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოხალისეები, აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ პროექტის სამიზნე არეალში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
გაუმჯობესებული და მრავალმხრივი ცოდნა წყლის რესურსების მართვისა და დაბინძურების კონტროლის სტატუსზე;
არასამთავრობო ორგანიზაციების როლის უკეთესად გათვითცნობიერება;
გაუმჯობესებული ინფორმაცია პოტენციურ პარტნიორებზე და მათ ჩართულობაზე დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში;
ახალი თანამშრომლობის ინსტრუმენტების შექმნა და გამოცდილების გაზიარება;
გაუმჯობესებული თანამშრომლობა არასამთავრობოებს შორის და მათი ცოდნის გაზრდილი დონე წყლის რესურსების მართვისა და დაბინძურების კონტროლის შესახებ;
კერძო მხარეების და საზოგადო ინსტიტუტების გაუმჯობესებული თანამშრომლობა, და
გაზრდილი ცოდნა წყლის რესურსების მართვისა და დაბინძურების კონტროლის სფეროში საზოგადოების ჩართულობის და ცნობიერების ამაღლების შესახებ.
ზემოთ აღნიშნული შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები სხვადასხვა მედია საკომუნიკაციო საშუალებით: საინფორმაციო პანელები, პლაკატები, საგაზეთო არტიკლები, პრესკონფერენციები, ტელე და რადიო ინტერვიუები, ნაბეჭდი მასალების ათასობით ასლი ოთხ ენაზე, ვებ პორტალი, ასევე კვლევები, ტრენინგები და საველე გასვლები.