ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროექტი „დამოუკიდებლობა“ გრძელდება-
30/04/2013
 
 

პრესრელიზი

30 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:

  არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი"
 
Mariani.contact@gmail.com
  მარიამ მიქიაშვილი 514 058 558
  ანა მიქიაშვილი 598 195 450

პროექტი „დამოუკიდებლობა" გრძელდება

პოლონელი პროფესორები გამოცდილებას გვიზიარებენ!

არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი" მიზნად ისახავს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს „დამოუკიდებლობა IV". ამა წლის 30 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით, პოლონელი სპეციალისტები ფონდ „არი არის" ორგანიზებით, ჩაატარებენ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:

  • უსინათლო ადამიანებისათვის სივრცითი ორიენტაციის სწავლება;
  • სმენის გამოყენება ორიენტაციის დროს და ბინაურალური ჩანაწერების მომზადება;
  • ტაქტილური (შეხებითი) რუკების, გეგმების, ნახაზების მომზადება და დაბეჭდვა;
  • ნარჩენი მხედველობის გავარჯიშება და მისი სწორად გამოყენება სწავლასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ასევე ჩატარდება თეორიული კურსი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პოლონელ სპეციალისტებს შორის იქნებიან, თავად უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები, რომელთა გამოცდილებაც მეტად მნიშვნელოვანია ქართველი უსინათლოებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. კურსის ფარგლებში, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები უსინათლო და მცირემხედველ მოზარდებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაციის ინსტრუქტორებთან, ზრდასრულ უსინათლოებთან.

ტრენინგებსა და ლექციებს ჩაატარებენ ცნობილი პოლონელი პროფესორები პოზნანის უნივერსიტეტიდან და ოვინსკას უსინათლოთა სასწავლო ცენტრიდან.

ტრენინგების უმეტესი ნაწილი ჩატარდება თბილისის უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა # 202-ე სკოლაში, (მის. გუთნის ქ. # 6). ხოლო ლექციები _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტში.

კურსის განრიგი საკმაოდ დატვირთულია, სხვადასხვა სპეციალისტები იმუშავებენ დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე _ სულ 10 სპეციალისტი.

გიწვევთ და გელით ყველა თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს დეტალური ინფორმაციის შესატყობად!

###

პროექტი „დამოუკიდებლობა" დაიწყო 2009 წელს, ფონდ „არი არის" მიერ და დღემდე გრძელდება. „დამოუკიდებლობა IV" თანადაფინანსებულია დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის" 2013 წლის პროგრამისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდის მიერ, ".

 

 

წაკითხულია: 2413