ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროექტი "თვითმმართველობის დროა"
01/05/2013

 

 

პრესრელიზი

1მაისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ზურაბიანი
591 186 555

თვითმმართველობის რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს პრეზენტაცია

"თვითმმართველობის დროა!"

1 მაისს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ს ოფისში გაიმართა თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდვინოს და ახალი ვებგვერდის - http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2FWWW.DROA.GE&h=sAQEDPxOT&s=1 პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი.

"თვითმმართველობის დროა" ამ დევიზით შეიქმნა მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო, რომლის მიზანია თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და რეფორმაში ჩართული მონაწილეების მუშაობის კოორდინაცია.

   

მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მართვის საერთაშორისო სისტემების (MSI- Management Systems International) მხარდაჭერით შეიქმნა.

პროექტს ახორციელებს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო".

წაკითხულია: 2481