ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროსერვისი სომხეთის ბაზარზე შევიდა
19/11/2012

ვებ დიზაინ სტუდია

პრესრელიზი


19 ნოემბერი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
maiko@publicity.ge


კომპანია პროსერვისი სომხეთის  ბაზარზე შევიდა

კომპანია პროსერვისი, რომელიც 2003 წლიდან მოღვაწობს ქართულ ინტერნეტ ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამ სფეროში, კვლავ წარმატებით განაგრძობს განვითარებასა და ზრდას.

მიმდინარე წელს კომპანიამ სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა შეიმუშავა და სომხეთის ბაზარზე გადაწყვიტა საკუთარი ძალების მოსინჯვა. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ სომხეთის დედაქალაქში ჰოსტინგ კომპანია 
SERV.AM დააფუძნა.

ახალმა ჰოსტინგ კომპაინიამ  სომხეთის ბაზარზე მოღვაწეობის მცირე დროის მიუხედავად  უკვე დააფიქსირა კლიენტთა  მაჩვენებელის ზრდის ტენდენცია, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს შორის.

SERV.AM ის სტაბილურობის მთავარი პირობა იმ პროფესიონალთა გუნდია, რომელიც კომპანიის მთავარ ღირებულებას წარმოაგდენს, როგორც საქართველოში ისე უკვე სომხეთში.  დაცული და საიმედო სერვერი IBM  და HP, თანამდეროვე  Cisco-ს აპარატურა,  99.5% UP-time, პროვაიდერთან ჩართვა 1-10 GB-ში,  უცხოურ პროვაიდერებთან დაკავშირება 155 MB (STM1)-ში , ასევე 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა ის უპირატესობებია, რაც კომპანიას გამოარჩევს სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციებისაგან. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კი კომპანიის კლიენტებს საშუალებას აძლევს თავად განსაზღვროს სერვისის უპირატესობები და აირჩიოს მისთვის ყველაზე უსაფრთხო, საიმედო და რაც მთავარია ხარისხიანი მომსახურება.

„სომხეთის ბაზარზე ჩვენი შესვლა განაპირობა ბაზრის იმ მოქნილმა პირობებმა, რომელსაც სომხეთი იძლევა. ასევე ვფიქრობთ,  რომ კლენტთა მზარდ მაჩვენებელს მივიღებთ უკვე 6 თვის ბოლოს.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიის ზრდის ტრამპლინად იქცევა ამიერკავკასიის მაშტაბით, რათა მეტი კმაყოფილი კლიენტი შევიძინოთ" - განაცხადა კომპანია პროსერვისის ხელმძღვანელმა რეზო ნატროშვილმა.

ამ ეტაპზე კომპანია პროსერვისი ასობით კერძო პირსა და ორგანიზაციას ემსახურება. კომპანიის სამომავლო გეგმებში ბიზნესის განვითარება და კიდევ უფრო გაფართოება კომპანიის განვითარების  ერთ-ერთ  სტატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. 


-- 
წაკითხულია: 2147