ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ს გამარჯვებულები გამოვლინდებიან
9 ნოემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ოფიციალურად დახურავს პროფესიული განათლების კვირეულს, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის“ გალადაჯილდოების ცერემონიალით. დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი.

გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზს გადასცემს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც აღნიშნული ღონისძიების გენერალური სპონსორია. გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შექმნილი სასწავლო ვიზიტით გაემგაზავრებიან გერმანიაში, სადაც გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას თავიანთ სპეციალობებში და დაესწრებიან ევროპის ერთ-ერთი უმსხვილეს პროფესიული განათლების გამოფენას - ,,Didacta, the Education Trade Fair-ს“.
გალადაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი რგოლის წარმომადგენლები, ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეორედ ტარდება. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნესპარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.
ორგანიზაციის შესახებ
პროფესიული განათლების კვირეული ოფიციალურად 5 ნოემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო კონფრენციით - „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გაიხსნა. კვირის განმავლობაში, ჩატარდა „ღია კარის“ დღეები ქვეყნის მასშტაბით ათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი 51 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
წაკითხულია: 2442