საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება გაფორმდება.
ხელი მოეწერება შეთანხმებას მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. საუბარია მაღაროელების გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელმოწერილ დასტურზე, რომ პროფკავშირმა ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ შემოთავაზებებს მხარი ოფიციალურად დაუჭიროს. მაღაროელების თანხმობის გამოხატვა პროფკავშირმა ითხოვა და მისი მიზანია ადმინისტრაციასთან შეთანხმება ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდეს, რაც მაღაროელები წინადადებებს დათანხმდებიან.
შეთანხმების წინადადება პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის ხანგრძლივი კონსულტაციების და მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა. კოლექტიურ დავაში, რომელიც 2021 წლის 1 აპრილს დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორიც იყო ჩართული. ასევე მედიატორის გარეშე გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში, დავის საგანთან - დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მატება-ინდექსაციის საკითხზე, კომპანიის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის გამართული მრავალჯერადი და ინტენსიური შეხვედრა-მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: