ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროფესორი დენის ვილკოქსი „ფაბლისითი ჯგუფს" სტუმრობდა
09/03/2012

პრესრელიზი   

9 მარტი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 
 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მაია ჩიტაშვილი, 
593 260609; 
http://maiko@publicity.ge/

პროფესორი დენის ვილკოქსი „ფაბლისითი ჯგუფს" სტუმრობდა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  9 მარტი, 2012 - საქართველოში  ამერიკის შეერთაბული შტატების საელჩოს მოწვევით ამერიკის პიარ საზოგადოების  აკრედიტირებული წევრი და ამავე საზოგადოების განათლების აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე, ამერიკელი პროფესორი საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში დენის ვილკოქსი იმყოფება.

დენის ვილკოქსი რვა წიგნის თანაავტორი და სამი წამყვანი წიგნის საზოგადოებასთან ურთიერთობებში მთავარი ავტორია, რომელიც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება ამერიკის უნივერსტეტებსა და სხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია „საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგიები და ტაქტიკა"  რომელიც ხელმისაწვდომია რვა ენაზე, ხოლო მისი ქართული გამოცემა გახდა შესაძლებელი მხოლოდ გასული წლის ბოლოს, გამომცემლობა „დიოგენეს" მიერ და აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით.  მისი ვიზიტის ფარგლებში, ამ წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია და ხელმოწერის საღამო გაიმართება.

დენის ვილკოქსმა გამოთქვა ინტერესი და ის საქართველოს რამოდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ატარებს ლექცია-სემინარებს და მათ საკუთარ გამოცდეილებას უზიარებს. პიარ კლუბის მიწვევით კი, საქართველოში მოქმედი პიარ პრაქტიკოსებისთვის და პიარ კლუბის წევრებისთვის 15 მარტს გაიმართება ღია ლექციას   თემზე „ორგანიზაციის რეპუტაციის მართვა ინტერნეტ ეპოქაში - სოციალური ქსელები".

.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი დენის ვილკოქსი უკვე შეხვდა რამოენიმე კომპანიას, რომლებიც პიარ და სარეკლამო სფეროში მუშაობენ.

8 მარტს პროფესორის ბოლო საქმიანი ვიზიტი შედგა პიარ საკონსულტაციო კომპანია „ფაბლისითი ჯგუფში", სადაც კომპანიის თანამშრომლებმა და სტუმარმა განიხილეს დარგის განვითარების პერსპექტივები,  თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. პროფესორმა ვოლკოქსმა დადებითად შეაფასა საქართველოში დარგის განვითარების დინამიკა, ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა და  „ფაბლისითი ჯგუფის" წვლილი პიარის, როგორც პრაქტიკის და სწავლების განვითარებაში. პროფესორმა სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს კომპანია „ფაბლისითი ჯგუფთან" და მის გუნდთან მომავალშიც.

დასასრული

წაკითხულია: 3086