პრესრელიზი
24 ივნისი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ჟილბერ ალბერისა და ნინო ანანიაშვილის საერთაშორისო პრემია "ვარსკვლავი" დაჯილდოება და გალა-კონცერტი
[Publicity.Ge]თბილისი, 24 ივნისი,2011 - ცნობილმა შვეიცარიელმა იუველირმა ჟილბერ ალბერმა და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოცეკვავეებისათვის 2003 წელს დააწესეს სპეციალური პრემია "ვარსკვლავი". პრემია ყოველწლიურად გაიცემა ახალგაზრდა მოცეკვავეებისათვის.
იუველირმა თავისი ნაკეთობა ზღვის ვარსკვლავის ფორმით დაამზადა, რადგან მას სურდა იგი ახლოს ყოფილიყო ბუნებრივ მოვლენებთან. "რა თქმა უნდა, შემეძლო შემეხედა ცისთვის, მაგრამ ასეთი ლამაზი ვარსკვლავი არ შეიქმნებოდა,"- განაცხადა ჟილბერ ალბერმა. პრემია მაქმანისებურ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც ვარდისფერი მარგალიტისგანაა დამზადებული და შავ პოტსდამენტზეა დამაგრებული.
პრემია წელს მესამედ გაიცემა. "ვარსკვლავის" ლაურეატები არიან: ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტი, აშშ), ევგენია ობრაზცოვა (მარიას თეატრი, სანკტ-პეტერბურგი), ნინო გოგუა (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი), დევიდ ჰოლბერგი (ამერიკის ბალეტის თეატრი, ნიუ-იორკი).
წელს Pპრემია "ვარსკვლავი" გადაეცემათ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის უკვე წამყვანი მოცეკვავეს მაია მახათელს და მოსკოვის დიდი თეატრის ამომავალ ვარსკვლავს ვიაჩესლავ ლოპატინს.
27 ივნისს, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება პრემიის ლაურეატების დაჯილდოება და გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრემიის ნომინანტები - ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე მაია მახათელი და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ვიაჩესლავ ლოპატინი. ასევე თბილისის ოპერისა და ბელეტის თეატრის საბალეტო დასი, წამყვანი სოლისტები და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.
დასაწყისი: 19.45 საათზე