ტრენინგს საქართველოში მოქმედი ცენტრალური და რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენელი 35 ჟურნალისტი ესწრებოდა. მათ უძღვებოდნენ: CSR ექსპერტი - ლელა ხოფერია, ტრენერი - ირინე ბრეგვაძე.
CSRDG აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2019 წლის აპრილში, CSRDG-ის მიერ გამოცხადდება მორიგი კონკურსი ჟურნალისტებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ მომზადებულ მედია პროდუქტებზე, (კონკურსი მოიცავს ყველა სახის მედიისათვის მომზადებულ სიუჟეტებს/სტატიებს – ბეჭდური მედია, ონლაინ მედია, ტელევიზია, რადიო, ბლოგი). კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ CSRDG-ის ორგანიზებით, 2018 წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა 40 ჟურნალისტმა მიიღი, რომელთა შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა.