კლიპი მიზანად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის
პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
,,ჩვენი დიდი სურვილი იყო მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის
ამაღლებაში და აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით
მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ, შევხვდით სრულიად უცხო
ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო უკუკავშირი
მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის
საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ,
თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს." აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.