პრესრელიზი
17 ივნისი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ჯულუხაძე,
599 475060,
t.julukhadze@asb-georgia.org
მაიკო ჩიტაშვილი,
593260609;
maiko@publicity.ge
პირველი რეგიონალური ღონისძიება: "უსაფრთხოება იწყება ბაღიდან"
მიწისძვრის სიმულაცია ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში
15 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის N 2-ე საბავშვო ბაღმა უმასპინძლა რეგიონში პირველ შემაჯამებელ ღონისძიებას „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან". ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით ჩატარდება მიწისძვრის სიმულაციური თამაში და თოჯინების წარმოდგენა მიწისძვრის თემაზე.
დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ასევე დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები ცენტრალური და რეგიონალური მედია საშუალებებიდან, რომლებიც უშუალოდ გახდნენ სიმულაციის მონაწილეები და ბავებთან ერთად ჩაერთვნენ სიმულაციურ თამაშში.
ხობში გამართულ შეხვედრაზე მოსულმა სტუმრებმა ერთხმად განაცხადეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვების პატარა ასაკიდან მომზადება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს რისკები სტიქიური უბედურებების დროს და ბაღის ასაკიდანვე მიიღონ ბავშვებმა ცოდნა, თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტული სტიქიური შემთხვევების დროს.
ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). ფინანსური მხარდამჭერები არიან „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი" (ECHO) და „კოალიცია - გერმანია ეხმარება" (Aktion Deutschland Hilft).
პროექტი „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობით. პროექტის მიმდინარეობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ: თეონა ჯულუხაძეს, მობილური.: 599 475060, ელ-ფოსტა: t.julukhadze@asb-georgia.org ან მაია ჩიტაშვილს, მობილური: 593260609; maiko@publicity.ge.