ტრენინგები რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის იმართება, რომლებსაც სურთ სამეწარმეო–ფინანსური უნარ–ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარება, ახალი ცოდნის მიღება და საკუთარი უნარების განვითარება.
 
Buzz Georgia / ბაზ-საქართველო - Buzz Women-ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს. რომელიც Buzz Women ქალების ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციაა.
 
საქართველოში, Buzz Georgia  USAIDის პროგრამის  „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია,   YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.