პრესრელიზი
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
4 მაისი, 2015
საკონტაქტო ინფორმაცია:
პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
მაია ჩიტაშვილი,
593 260609
maiko@publicity.ge
www.iyipo.ge
facebook.com/iyipo2014
რეგიონში ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადა - IYIPO 2015-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური ორი დღის განმავლობაში სწავლობდა და ეცნობოდა წარმოდგენილ პროექტებს. საბოლოოდ კი გამარჯვებულები ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენდა, რომელთა ავტორებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
საუკეთესო გამომგონებლებსა და მეცნიერებს შორის, უცხოელ კონკურსანტებთან ერთად ქართველი ახალგაზრდებიც დასახელდნენ. ოქროს მედლები გიორგი აბულაძემ, ვაჟა ფანჯაკიძემ, გიორგი მარგიანმა, თემურ ჭიჭუამ და შალვა გიორგაძემ მოიპოვეს. საქპატენტთან ერთად რჩეული პროექტები ევროკავშირის საელჩომაც გამოავლინა. შვიდი საუკეთესო ნაშრომის ავტორებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა სპეციალური პრიზები გადასცა.
დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინცაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს საინტერესო პროექტისთვის და კიდევ ერთხელ დააფისირა მერიის მზაობა მხარი დაუჭიროს მსგავს პროეტებსა და ინიციატივებს.
საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა, ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშემწყობია. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება აქვს საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადოებას. სამი დღით თბილისი იქცევა განათლების მეცნიერების, კულტურისა და ინოვაციების ქალაქად, რომელიც პატარა გენიოსებს მასპინძლობს.