ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/06/2017
რეზო ასათიანი: „პროფესიული განათლების სისტემა უნდა გაძლიერდეს”
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა შვეიცარიის საელჩოსა და ქართულ-შვეიცარული ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის შვეიცარული მოდელი“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე საქართველოში პროფესიული განათლების შვეიცარული გამოცდილებისა და ცოდნის, როგორც მოდელის, გაზიარების საკითხები განიხილეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში დიდ როლს საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ განათლების რეფორმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და პოპულარიზაციას გულისხმობს. ამ მხრივ, შვეიცარიის დუალური პროგრამა, რაც თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობას წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულია.

ღონისძიებას შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, ქართულ-შვეიცარული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ მიქელაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და შვეიცარული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის შესახებ
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
წაკითხულია: 4238