ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
როგორ გავზარდოთ საზოგადოების ინტერესი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ
24/02/2011


პრესრელიზი

24 თებერვალი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დოდო ჭუმბურიძე,
პიარ მენეჯერი
ტელ.: (+995 32) 92 28 39
მობ.: (+995 93)  28 30 92

"როგორ გავზარდოთ საზოგადოების ინტერესი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ"

[PUBLICITY.GE] თბილისი,  24 თებერვალი, 2011 წელი - 25 თებერვალს, 14 საათზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გამართავს შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე 'როგორ გავზარდოთ საზოგადოების ინტერესი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ".
 
შეხვედრაზე განიხილება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და დაინტერესებასთან დაკავშირებული საკითხები. ექსპერტები იმსჯელებენ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებზე და განიხილავენ საეას მიერ განხორციელებული სახელმწიფო "ბიუჯეტის შესახებ საზოგადოების ინტერესების კვლევის" შედეგებს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობა არასაკმარისადაა ინფორმირებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, კერძოდ:

  • გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს სწორი ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესისა და ვადების შესახებ;
  • დაახლოებით 15 პროცენტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენას, განხილვას, დამტკიცებას, ანგარიშგებას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ პრეზიდენტი. 25 პროცენტმა კი საერთოდ არ იცის ვინ მონაწილეობს ამ პროცესში;
  •  მოსახლეობის აზრით მომდევნო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და განათლება.

    შეხვედრა ტარდება პროექტის - "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საზოგადოების ინტერესების იდენტიფიკაცია" - ფარგლებში სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

    ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები: სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
წაკითხულია: 3082