ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/10/2026
როგორ შევარჩიოთ სკოლა სტრესის გარეშე - საქართველოში კერძო სკოლების პირველი მასშტაბური გამოფენა და ციფრული პლატფორმა edumap.ge იწყება

შვილისთვის სკოლის შერჩევა ნებისმიერი ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, თუმცა რეალობაში ეს პროცესი ხშირად ნამდვილ ლაბირინთს ემსგავსება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი რეკომენდაციები, განსხვავებული საერთაშორისო პროგრამები (IB, Cambridge, AP, ეროვნული სასწავლო გეგმა), ფასების მკვეთრი სხვაობა და გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯები მშობლებს ხშირად არაინფორმირებული არჩევანის წინაშე აყენებს. 

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, საგანმანათლებლო ინიციატივების გუნდმა Edu-Ventures მასშტაბური პროექტი - Education Roadmap („განათლების გზამკვლევი 2027") წარადგინა. 

პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და ერთ სივრცეში აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს: თანამედროვე ციფრულ პორტალს და საქართველოში კერძო სკოლების პირველ ცოცხალ გამოფენას.


ციფრული რევოლუცია სასკოლო არჩევანში - EDUMAP.GE

პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და ერთ სივრცეში აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს: თანამედროვე ციფრულ პორტალს და საქართველოში კერძო სკოლების პირველ ცოცხალ გამოფენას.


ციფრული რევოლუცია სასკოლო არჩევანში - EDUMAP.GE


პროექტის ფარგლებში იქმნება უნიკალური ორენოვანი ციფრული კატალოგი — www.edumap.ge, რომელიც მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით შეადარონ სკოლები:



  • სასწავლო პროგრამებისა და აკრედიტაციების მიხედვით;

  • წლიური გადასახადისა და დამატებითი სერვისების (კვება, ტრანსპორტი, გახანგრძლივებული) მიხედვით;

  • ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით.


პლატფორმაზე თითოეულ სკოლას ექნება საკუთარი ვერიფიცირებული პროფილი, რაც ინფორმაციის 100%-იან სიზუსტეს უზრუნველყოფს.


6 თებერვალი: შეხვედრა სკოლებთან პირისპირ „ექსპო ჯორჯიაში“


პროექტის კულმინაცია იქნება 2027 წლის 6 თებერვალს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში დაგეგმილი კერძო სკოლების პირველი მასშტაბური გამოფენა.


ღონისძიებაზე ერთ სივრცეში შეიკრიბება თბილისის 30-ზე მეტი წამყვანი კერძო სკოლა, სადაც მშობლებს ექნებათ უნიკალური შანსი, პირადად გაესაუბრონ დირექტორებს, დამფუძნებლებსა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელებს, დასვან ყველაზე პირდაპირი კითხვები და მიიღონ ექსკლუზიური სასკოლო შეთავაზებები.



პარალელურად, გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბავშვთა ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების ღია მასტერკლასები სასკოლო მზაობასა და ადაპტაციაზე, პატარებისთვის კი მოეწყობა სპეციალური გასართობი და STEM შემეცნებითი სივრცე.


„შვილისთვის სკოლის არჩევისას მშობლები ხშირად უსასრულო ქაოსში ვართ მიტოვებულები - გვიწევს ათობით სკოლაში სიარული, არაობიექტურ ჭორებზე დაყრდნობა ან ლამაზი ფეისბუქ-რეკლამების ნდობა. Education Roadmap-ის მთავარი მისიაა, ეს ქაოსი დასრულდეს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ოჯახი იღებს გადამოწმებულ, გამჭვირვალე ფაქტებს და ირჩევს არა ყველაზე პრესტიჟულ, არამედ მისი შვილის ინდივიდუალურ ხასიათზე მორგებულ სკოლას“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.


გამოფენაზე დასწრება უფასოა წინასწარი რეგისტრაციით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სიახლეების სანახავად ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ Facebook პლატფორმას - Education Roadmap.

ორგანიზაციის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:


ხატია ჯამბაზიშვილი
კომუნიკაციების დირექტორი | Education Roadmap / Edu-Ventures
ტელეფონი: +995 577 500 103 
ელ. ფოსტა: khatia.jambazishvili@edumap.ge
Facebook: https://www.facebook.com/EducationRoadmap

წაკითხულია: 47