რუმინეთში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული სულეიმან დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლე გახდა
პრესრელიზი
10 ივლისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge
რუმინეთში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლე გახდა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საერთაშორისო ორგანიზაცია „თურქჩედერის" ორგანიზებით ენისა და კულტურის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „მსოფლიოს ფერები" გაიმართა.
აღნიშნული ფესტივალი რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს და მათ შორისაა მუსიკალური კონკურსი, რომელშიც წელს მსოფლიოს 150 ქვეყნის კონკურსანტი მონაწილეობდა.
თითოეულმა მონაწილემ მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა შესთავაზა საერთაშორისო ჟიურის და მაყურებელს. კონკურსანტები ვოკალურ მონაცემებთან ერთად საკუთარ ქვეყანასა და კულტურას წარმოადგენდნენ, პრომო ფილმითა და ეროვნული სამოსით.
კონკურსის ფინალში 10 საუკეთესო ვოკალური მონაცემების მქონე ბავშვი შეარჩია ჟიურიმ. პირველი ადგილი კი დემირელის კოლეჯის მოსწავლე ქართველ მონაწილე ირინა ხეჩანოვს ხვდა წილად. გამარჯვებულმა ორგანიზატორებისაგან განსაკუთრებული შეფასება და საპატიო ოქროს მედალი დაიმსახურა.
წლევანდელი ქართველი მონაწილე რუმინეთში სასწავლო ფირმა ჩაღლარის ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაემგზავრა. სწორედ ირინა ხეჩანოვი იქნა შერჩეული სასწავლო დაწესებულების მიერ ევროპაში გასამგზავრებლად.
„ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი მოსწავლის გამარჯვება ასეთ მაშტაბურ კონკურსზე. ირინამ არამარტო საკუთარი ვოკალური მონცემებით მოხიბლა საერთაშორისო მაშტაბის აუდიტორია, არამედ მსოფლიოს კიდევ ერთხელ განაცვიფრა ქართული კულტურითა და ნიჭით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის ვოკალური მონაცემების მქონე ვარსკვლავი ეზრდება საქართველოს, რომელიც მსოფლიო მაშტაბის კონკურსის გამარჯვებული და ქვეყნის სიამაყეა" - განაცხადა ჩაღლარის სასწავლო დაწესებულების თავჯდომარე ბატონმა ადამ ონალმა.
თეატრის მსახიობი ადრიანა ტრანდაფირი, რომელიც ირინას ფინალურ გამოსვლას დაესწრო განაცხადა: „გამაოცა იმან, რაც სცენაზე ვნახე. ასეთი ნიჭიერების არსებობა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მომავლის იმედი უნდა ჰქონდეს".
კონკურსი, რომელიც წელს მეთორმეტედ ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური იყო. ღონისძიებას დაესწრნენ რუმინეთის ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რუმინეთის საზოგადოება „დიალოგი"-ს თავმჯდომარე აურელია კრისტეა, ბუქარესტის მერი პაულ ნიკოლას პეტროვანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი მიჰაი რაზვანი, ევროკავშირის წარმომადგენელი კლოდია ტაფარდელი, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია.