ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოში ყველაზე გრანდიოზული ტესტ დრაივი გაიმართება
17/11/2012

პრესრელიზი

17 ნოემბერი,2012
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე  
597970353
 

რუსთავის  საერთაშორისო ავტოდრომზე  საქართველოში ყველაზე გრანდიოზული  ტესტ დრაივი გაიმართება

ტესტ დრაივის 2 გამარჯვებული ავსტრალიის საჩოგბურთო ღია ჩემპიონატს დაესწრება

18 ნოემბერი, 2012 კომპანია "კია მოტორს ჯორჯია" რომელიც საქართველოში გლობალური ბრენდის კია მოტორსის წარმომადგენელია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციასთან ერთად რუსთავის ავტოდრომზე ყველაზე მასშტაბურ ტესტ დრაივს მართავს.

ტესტ დრაივი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე , 18 ნოემბერს 13.00 -ზე დაიწყება.

ტესტ დრაივს შეჯიბრის სახე ექნება, 160 მონაწილიდან 15 ამოირჩევა და ერთმანეთს ფინალში შეხვდება. შეჯიბრში ორი გამარჯვებული კი, საიდანაც ერთი აუცილებლად კიას მფლობელი იქნება, ავსტრალიაში მსოფლიოს ყველაზე  მნიშვნელოვან და ელიტურ საჩოგბურთო ღონისძიებაზე გაემგზავრება.

გამარჯვებულები, რომლებიც  ავსტრალიაში 23-26 იანვარს გაემგზავრებიან , 5 ვარსკვლავიან სასტუმრო GRAND HYATT MELBURN -ში იცხოვრებს, დაესწრება ნახევარფინალურ თამაშებს  და შეხვდება ჩოგბურთის  ყველაზე ცნობილს ვარსკვლავებს.ტესტ დრაივში რომელიც 18 ნოემბერს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება,კიას და პარტნიორი ორგანიზაციების კლიენტებთან ერთად  მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ კიას ოფიციალური Facebook -ის გვერდზე , სხვა და სხვა კონკურსის გამარჯვებულებს. ტესტ დრაივის დროს გამოყენებული იქნება კიას ოთხი მოდელი (Picanto, Rio, All New Cerato, Spotage) .მონაწილეებს წინასწარ ექნებათ საშუალება ჩაეწერონ იმ ერთი მოდელის ტესტ დრაივზე, რომელიც მათ სურთ. ტესტ დრაივის მონაწილეები საკუთარ ძალებს და კიას კომფორტულ მოდელებს პარალელურ რეჟიმში რუსთავის ავტოდრომზე მოწყობილ 4 ტრასაზე გამოცდიან, რომელიც სპეციალურად კიას ღონისძიებისთვის დაიხაზება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კიას განახლებული მოდელების პრეზენტაცია, სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლება გასართობი  პროგრამა კიას ტესტ დრაივზე დასწრების ნებისმიერი მსურველისათვის.

კიას პარტნიორი ორგანიზაციები ღონისძიების სტუმრებისთვის  პრიზებს დააწესებენ.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

" 2002 წლიდან კია ავსტრალიის ღია ჩემპიონატის უცლელი პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ წელს საქართველოდანაც გვეყოლება  2 ვიზიტორი, ვინც ამ  უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაზე შესძლებს დასწრებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მასშტაბური ტესტ დრაივის ყველა მონაწილე და სტუმარი განსაკუთრებულ სიამოვნებას მიიღებს როგორც ტესტ დრაივისგან ისე ამ დღეს გამართული სხვა აქტივობებაში მონაწილეობისგან" - განაცხადა  " კია მოტორს  ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ანრი კაპანაძემ.

წაკითხულია: 2270