7 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოში რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები იმყოფებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიამართა რუსი ტუროპერატორების სამუშაო შეხვედრა ქართველ ტუროპერტორებთან, სადაც მათ კონტაქტების გაცვლის და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცათ. შეკრებილი საზოგადოებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გამართა.
რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ პირველად მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.
2012 წელს საქართველოში იმოგზაურა 508 513-მა ვიზიტორმა რუსეთიდან, რაც 83%-ით აღემატება 2011 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2013 წლის პირველ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით რუსი ვიზიტორების რაოდენობა 103%-ით გაიზარდა.