პრესრელიზი
6 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
საახალწო აქცია ბილაინისაგან
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 დეკემბერი, 2010 - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი , აცხადებს ახალი საახალწლო აქციის შესახებ, რომელშიც ჩართვა, ნებისმიერ მსურველს 6 დეკემბრიდან, 14 იანვარის ჩათვლით შეეძლება.
აქციის ფარგლებში, აბონენტი საჩუქრად მიიღებს ბილაინის ფერადეკრანიან ტელეფონს, რომელიც აღჭურვილია GPRS მხარდაჭერით, რადიოთი, MP3 ფლეიერით და თან მოჰყვება ყურსასმენი და ყოველთვე 2011 წამს და 2011 SMS-ს მთელი წლის განმავლობაში, შიდა ქსელზე გამოსაყენებლად.
აქციაში ჩართვის მსურველებმა, უნდა შეიძინონ სასტარტო პაკეტი, ( რომელშიც შედის მობილური ტელეფონი და სატარიფო გეგმას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ იპერატორთან დაკავშირება დღეში 2 წუთის შემდეგ, 9 თეთრი იქნება ) ბილაინის აბონენტთა მომსახურების ოფისებსა თუ კომპანიის პარტნიორ დილერებთან, 29, ლარად და 95 თეთრად, რომელიც აბონენტს ანგარიშზე სრულად დაუბრუნდება 15 იანვარს, 21 დღის გამოყენების ვადით, ქსელის შიდა ზარებზე, სმს-ებსა თუ მობილურ ინტერნეტზე.
"საახალწლო აქცია ბილაინისაგან, განსაკუთრებული საჩუქარია ჩვენი ახალი აბენტებისათვის, გარდა იმისა, რომ ისინი, საჩუქრად იღებენ ფერადეკრანიან, ინტერნეტით აღჭურვილ მობილურ ტელეფონს, ისინი ყოველთვე მიიღებენ დამატებით ბონუსებს, ასე რომ საახალწლო საჩუქრები ბილიანისაგან, მთელი წლის განმავლობაში გრძელდება"- განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.