პრესრელიზი
9 მაისი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო პირი:
ეკა ლალიაშვილი
577327271
საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიებები დასრულდა
4 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით თბილისში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეული იმართება. კამპანიის ფარგლებში 8 მაისს, "საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის" სკოლა ლიცეუმ სხივში, საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ სპეციალური ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაუტარდათ. პროექტის მიზანია პატარები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან მიეჩვივნონ საგზაო წესების დაცვას, რათა მაქსიმალურად მოხდეს საგზაო საფრთხეების პრევენცია და ბავშვებმა ადრეული ასაკიდან ისწავლონ აუცილებელი წესები საგზაო უსაფრთხოების დაცვა.
ღონისძიება გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მიმდინარე კვირაში მსგავსი ტიპის ღონისძიება თბილისის სხვა სკოლებშიც ჩატარდა. პროექტის გზავნილია "გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე გზებზე!" და იგი 4-10 მაისის განმავლობაში გრძელდება. კვირეული მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.
დამატებითი ინფორმაცია: მსოფლიოში 1.3 მლნ ადამიანი იღუპება და 50 მლნ იღებს დაზიანებას ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ყოველდღიურად 500 ბავშვი იღუპება მსოფლიო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად.
ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია. (შსს-ს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლოდ 8045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვალა და 8536 დაშავდა).