ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/08/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საერთაშორისო ბანაკი „ქალები მეცნიერებაში“ WiSci Georgia – 2018 საქართველოში პირველად ტარდება
გოგოების საერთაშორისო ბანაკი „ქალები მეცნიერებაში“ WiSci Georgia – 2018 საქართველოში პირველად ტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს, საერთაშორისო ბანაკს „WiSci (Women in Science) – Georgia“ 13-24 აგვისტოს თბილისი პირველად მასპინძლობს. ბანაკი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამა Girls Up-თან, Intel-თან და Googl-თან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან თანამშრომლობით იმართება.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში STEAM (მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის) უნარ-ჩვევების განვითარება, ლიდერობის უნარების ჩამოყალიბება და თანატოლებს შორის გამოცდილების გაზიარება. მასში მონაწილეობას იღებენ 15-18 წლის გოგონები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მონაწილეები ჩაერთვებიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროგრამებში. ბანაკის ტრენერები არიან Google, Intel, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების წარმომადგენლები აშშ-დან
გოგოების სამეცნიერო ბანაკი წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მომავალი ქალი ლიდერების გაძლიერებას STEAM დისციპლინებში, რათა ხელი შეუწყოს მსოფლიოში სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გენდერული თანასწორობისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია, რაც ხელს უწყობს ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას.
დამატებითი ინფორმაცია WiSci ბანაკის შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.girlup.org/wisci/#sthash.w0jWEj6T.dpbs
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3334