პრესრელიზი
30 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საერთაშორისო გარემოსდაცვითი აქცია "დედამიწის საათი"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 30 მარტი, 2012 - 31 მარტს საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანასთან ერთად "დედამიწის საათს აღნიშნავს.
"დედამიწის საათის" აღნიშვნის დროს, 20:30-დან 21:30 საათამდე ჩაბნელდება საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში ელექტროენერგია გაითიშება სატელევიზიო ანძაზე, გაეროს სახლსა და მიმდებარე მრგვალ ბაღში, "შერატონ მეტეხი პალასში", "რედისონში", რესტორან "ქალაქურში" და დედაქალაქის ქალაქის სხვა ადგილებში.
ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვით აქციის მონაწილეები დედამიწის მიმართ თანადგომას გამოხატავენ და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას შუერთდებიან.
საქართველოში დედამიწის საათი მეოთხედ აღინიშნება. სინათლის ჩაქრობის გარდა გარემოსდაცვითი ხასიათის სხვადასხვა აქტივობები იგეგმება.