ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საერთაშორისო გზავნილები ლარში უკვე საგრძნობლად გაიაფდა
14/07/2014
პრესრელიზი

14 ივლისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ანდრიუს ბალკუნასი
კომერციული განვითარების მენეჯერი „EVP International"
მანულეს ქ. N 7. 7, LT04326 ვილნიუსი, ლიტვა
ტელ +44 20 80996963

საერთაშორისო გზავნილები ლარში უკვე საგრძნობლად გაიაფდა
ქართულ ბანკებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

საქართველოში ფულადი გადახდის სისტემა Paysera-ს შემოსვლის შემდეგ საერთაშორისო ფულადი გზანილების ღირებულებამ სამჯერ დაიწია. საქართველო  მე-17 ქვეყანა გახდა, სადაც ფიზიკური და იურიდიული პირები Paysera-ს სისტემით სარგებლობენ, რაც საშუალებას აძლევს მომხარებელს შეასრულოს საერთაშორისო ფულადი გზავნილები ეროვნულ ვალუტაში და თავიდან აიცილოს ზედმეტი საკომისიო თანხა, რომელიც კომერციულ ბანკებს აქვს.
  
«საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ბანკებს საკმაოდ მაღალი საკომისიო განაკვეთი გააჩმნიათ. ასეთი ოპერაციები 21-40 ლარი (9-17 ევრო) ჯდება, იმ დროს როდესაც ფულადი გზავნილები ქვეყნის შიგნით არ აღემატება 0,6 ლარს (0,28 ევროს). Paysera-ს სისტემა უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო ფულადი გზავნილები ადგლობრივზე მაღალი არ იყოს», - განაცხადა ანდრეუს ბალკანუსმა, ლიტვური კომპანია EVP International-ის კომერციული განვითარების მენეჯერმა, რომელიც წლებია ფულადი გადარიცხვების სისტემაში მოღვაწეობს.

Paysera Paypal-ისა და Transferwise-ს ალტერნატიულ სისტემას წარმოადგენს და წამყვანი ადგილი უკავია ამ სფეროში ფუნქციონალური შესაძლებლობების მრაფალფეროვნებისა და ინდივიდუალური შეთავაზების მხრივ. Paysera-ის მომხმარებლებს შეუძლიათ: განახორციელონ ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვები ადგილობრივი ტარიფებით, შეასრულონ SMS-გადახდები; მიიღონ თანხები,ისარგებლონ ვალუტის კონვერტაციის სერვისით, ხოლო სავაჭრო ობიექტებში შეიზინონ ონლაინ ვაჭრობა და სავაწრო ცენტრებში QR-კოდების მეშვეობით. ამ სისტემით სარგებლობა კი შესაძლებელია იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის.
 
დღეისთვის Paysera საშუალებას იძლევა 17 ქვეყანაში განხორციელდეს საერთაშორისო ფულადი გზავნილები ეროვნულ ვალუტაში ადგილობრივი ტარიფებით - ქვეყნების ჩამონათვალი კი სისტემატიურად იზრდება. უახლოეს პერიოდში იგეგმება სისტემის დანერგვა რუსეთს და ბელორუსიაში.


 
Paysera მომხამრებელს საშუალებს აძლევს დაზოგოს თანხები და მაქსიმალურად გააკეთოს ეკონომია. პირველ რიგში კი ეს იმ კომპანიებს ეხება ვინც უცხოელ მომხმარებლებთან და კომპანიებთან თანამშრომლობს.

მაგ: კომპანია წლიური ბრუნვით 24-36 მლნ ლარში (10-15 მლნ ევრო), რომელიც გერმანიიდან მძიმე ტექნიკის იმპორტს ახორციელებს და წლიურდ 7 მლნ ევროს გადარიცხვები აქვს, ახალი სისტემით თვეში 9700 ლარის ეკონომიას აკეთებს (4000 ევრო) ფულად გზავნილებზე. ხოლო დამატებით ზოგავს 4800 ლარს (2000 ევროს ზოგავს) თანხის კონვერტაციის დროს,რაც ჯამში  14 500 ლარის (6000 ევროს) დამაზოგს შეადგენს

მეორე მაგალითისთვის მოვიყვანოთ კომპანია, რომელიც მოღვაწეობს სოფლის მეურნეობაში და უძრავი ქონების მართვაა მისი ძირითად საქმიანობა. იგი ყოველთვიურად 1000 ადგილობრივ და 8 საერთაშორისო გადარიცხვას ახორციელებს ევროში, იძენს 1,5 მლნ ევროს ღირებულების პროდუქციას და  ყოველდღურად 200 აუდიტორულ გარიგებას ახორციელებს. ასეთი ტიპის კომპანიისთვის ახლი სისტემა  39 900 ლარის (16 500 ევროს) ეკონომიას აკეთებს მთელი წლის განმავლობაში.

Paysera-ს ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს სისწრაფე. საერთაშორისო გადარიცხვების ვადა 1-3 სამუშაო დღეს შეადგენს, მაშინ როდესაც Paysera-ს მეშვეობით ეს ოპერცია 15-30 წუთში ხორციელდება. თანხის მიღება უქმეებზეც შეიძლება. 

იმისთვის რომ გახსნა ანგარიში Paysera-ს სისტემაში საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი და მისი უფასო აპლიკაციის გადმოტვირთვა მობლურში, რომელიც Google Play, Apple Store და Windows Phone Store-ს მეშვეობითაა შესაძლებელი.

###

Paysera-ს სისტემის შესახებ:

Paysera - ესაა მობლური გადახდის სისტემა, რომელიც მომხარებლებს საშუალებას აძლევს დაზოგოს თანხა საერთაშორისო გადარიცხვების დროს. Paysera მუშაობს ელექტრონული გადარიცხვების სფეროში ევროკავშირის ლიცენზიით და წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიო ბაზარზე, შეთავაზებული მომსახურებების ფართო სპექტრიდან გამომდინარე. იგი საშუალებას იძლევა განხორციელდეს საერთაშორისო ფულადი გზავნილები ადგლობრივი ტარიფებით, განხორციელდეს შესყიდვები ინტერნეტის მეშვეობით და მობილურით, ასევე თანხის გადატანა SMS -ის მეშვეობით,შესაბამისად თანხების მიღება და გადაიხადა QR-კოდის მეშვეობით. 2014 წლის ივნისიდან კომპანია Paysera საკუთარ მომსახურებას უკვე საქართველოში ახორციელებს. 

დღეისთვის Paysera-ს სისტემაში 150 000 მომხამრებელია. 2013 წლის განმავლობაში მისი საშუალებით გადაირიცხა 768 მლნ ლარი (318 მლნ ევრო). სისტემის დაარსების დღიდან, რომელიც ორი წლის წინ განხორცელდა, მსოფლიო მაშტაბით მისი პარტნიორი გახდა 70 ბანკი. Paysera ფართოვდება, იყენებს რა გლობალურ გადაწყვეტილებებს ადგილობრივ ბაზარზე. 

დეტალური ინფორმაციის მიღება საგადასახადო სისტემა Paysera-ს შესახებ შესაძლებელია www.paysera.com-ის მეშვეობით

ფოტოზე: საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Paysera-მ უკვე დაიწყო ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე. ის საშუალებას აძლევს მომხარებლებს იგივე სისწრაფით განახორცელოს როგორც საერთაშორისო ისე საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილები ადგილობრივი ტარიფებით. ასევე  შესყიდვები განხორციელოს პლასტიკური ბარათებითა და სხვა ადგილობრივი საგადასახადო საშუალებებით, მოახდინოს ვალუტის კონვერტაცია, მომხარებელმა ისარგებლოს ონლაინ შესყდვებით, პროდუქციის შეძენა მოხდეს QR-კოდის მეშვეობით, როგორც NFC და BLE ისევე კოდების გამოყენებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანდრიუს ბალკუნა სი 
კომერციული განვითარების მენეჯერი „EVP International"
მანულეს ქ. N 7. 7, LT04326 ვილნიუსი, ლიტვა
ტელ +44 20 80996963 (8:00 - 20:00სთ)

 

წაკითხულია: 3761