ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საერთაშორისო კონფერენცია იურიდიული დახმარების შესახებ
19/06/2008

 

პრესრელიზი

19 ივნისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ: 75 82 79
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა:
gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: http://www.legalaid.ge/


საერთაშორისო კონფერენცია იურიდიული დახმარების შესახებ



[PUBLICITY.GE]თბილისი, 19 ივნისი, 2008 - ლონდონში, დიდი ბრიტანეთის „სამართლებრივი მომსახურების კვლევების ცენტრის” (LSRC) ორგანიზებით მიმდინარეობს სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ახალი მიდგომები ეფექტიანი იურიდიული დახმარების უზრუნველსაყოფად“.

ღონისძიებას გრინვიჩის სამეფო სამხედრო-საზღვაო კოლეჯი მასპინძლობს და მას იურიდიული დახმარების სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეცნიერები და სპეციალისტები ესწრებიან. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რუსუდან ტაბატაძე მონაწილეობს.

კონფერენციის მიზანია იურიდიული დახმარების სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარება და ახალი იდეების შემუშავება. დიდი ბრიტანეთის „სამართლებრივი მომსახურების კვლევების ცენტრი“ (
LSRC) 1996 წლიდან მოქმედებს. ორგანიზაცია სამართლებრივი კვლევებისა და იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმირების საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

წაკითხულია: 9074

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში