პრესრელიზი
3 სექტემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გიგიბერია
ტელ: (995 32) 92 35 23/24/27
ელ-ფოსტა: TGigiberia@ifc.org
ვებ-გვერდი: www.ifc.org/gcgp
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ხელს უწყობს საქართველოში იპოთეკური ბაზრის განვითარებას
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 3 სექტემბერი - მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ბანკ "რესპუბლიკასთან" - ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" - თანამშრომლობს საქართველოს იპოთეკური ბაზრის განვითარებისა და საცალო მომხმარებლებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
IFC გამოყოფს 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ სესხს ბანკი "რესპუბლიკის" კაპიტალის გასაზრდელად. ამავე დროს, პირველად საქართველოში, IFC გამოყოფს ათწლიანი ვადის მქონე 15 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზს იპოთეკური დაფინანსებისათვის. აღნიშნულ ბანკს საშუალებას მისცემს გაცილებით ხელმისაწვდომი გახადოს იპოთეკური სესხები არსებული შეზღუდული ლიკვიდობის პირობებში.
"ბანკი "რესპუბლიკა" რეგიონში ჩვენი საიმედო კლიენტი და პარტნიორია. IFC ეძებს შესაძლებლობებს ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც გავლენას მოახდენს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში. ახალი გარიგება ბანკ "რესპუბლიკასთან", რომელსაც კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, საშუალებას მოგვცემს, მივაღწიოთ სასურველ შედეგს", - აღნიშნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების დირექტორმა სნეჟანა სტოიკოვიჩმა.
"ჩვენ ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან. ახალი გარიგებები კიდევ უფრო აძლიერებს ამ თანამშრომლობას. ბანკი "რესპუბლიკა" და ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" აფასებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ქმედით მხარდაჭერას არსებულ რთულ ფინანსურ გარემოში" - განაცხადა ბანკი რესპუბლიკის" გენერალურმა დირექტორმა ჟილბერ იმ.
IFC-იმ 2007 წელს ბანკ "რესპუბლიკაში" 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა ბანკის მცირე და საშუალო საწარმოების, იპოთეკური და საგანმანათლებლო დაკრედიტების პროგრამების მხარდასაჭერად. 2005 წლიდან ბანკი "რესპუბლიკა" IFC-ს კორპორაციული მართვის პროექტის პილოტურ პროგრამაში ჩაერთო, რამაც ბანკს საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინა საკუთარი კორპორაციული მართვის სისტემა და გამხდარიყო პირველი ქართული ბანკი, რომელმაც დასავლელი ინვესტორი მოიზიდა.
###