ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დასავლეთ საქართველოს კომპანიებს კორპორაციული მართვის გაუმჯობესებაში ეხმარება
23/09/2009
 

პრესრელიზი

23 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ბარბაქაძე
ტელ: +995 32 23 43 00/01/02
ელ-ფოსტა: TBarbakadze@ifc.org

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დასავლეთ საქართველოს კომპანიებს კორპორაციული მართვის გაუმჯობესებაში ეხმარება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 სექტემბერი, 2009 - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, დასავლეთ საქართველოს კომპანიებს კორპორაციული მართვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გააზრებასა და მათ გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი ფინანსური მხარის გაუმჯობესებას და უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის დაფინანსებას.

IFC-იმ ჩაატარა სემინარი ბათუმში, რომელიც დასავლეთ საქართველოს კომპანიების მფლობელებსა და მენეჯერებს დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესებულმა კორპორაციულმა მართვამ უფრო ეფექტიანი გახადოს მათი საქმიანობა, შეამციროს მათი დანახარჯები და მოიზიდოს ინვესტიცია.

"დღეს განსაკუთრებული აქცენტია კორპორაციულ მართვაზე, რადგან ის ეხმარება კომპანიებს კრიზისის დაძლევაში და ინვესტორთა ნდობის მოპოვებაში," განაცხადა IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ. "იმ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გააუმჯობესონ კორპორაციული მართვა, IFC სთავაზობს კორპორაციული მართვის გაუმჯობესების საგანგებოდ შემუშავებულ პროგრამას, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით შერჩეულ კომპანიებთან უფრო სიღრმისეულ მუშაობას ითვალისწინებს."

ეს სემინარი კორპორაციული მართვის თემაზე IFC-ის მესამე რეგიონული სემინარია. ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, სემინარზე ყურადღებას გაამახვილებენ დირექტორთა საბჭოს როლზე კრიზისისათვის მომზადების პერიოდში, რისკის მართვის საშუალებების გამოყენებაზე, აქციონერთა დავების მოგვარებასა და წლიური ანგარიშების მომზადებაზე.

IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის მიზანია კორპორაციული მართვის სისტემის გაუმჯობესება საქართველოს კომპანიებსა და ბანკებში, რაც მათ დაეხმარება უფრო ეფექტიანად აწარმოონ საქმიანობა და უფრო ადვილად მიუწვდეთ ხელი კაპიტალზე. IFC აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას თანამშრომლობს BP-სთან და მის პარტნიორებთან ნავთობის და გაზის სფეროში და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (CIDA).

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) შესახებ:

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ეხმარება ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებად ქვეყნებში მდგრად ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის გზით, ასევე კერძო კაპიტალის მობილიზებით, ბიზნესისა და ქვეყნების მთავრობებისათვის საკონსულტაციო და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული პროგრამებით. 2009 ფისკალურ წელს ჩვენს მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 14,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ფინანსური კრიზისის პირობებში განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შედინებას შევუწყვეთ ხელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org

BP-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.bp.com
CIDA-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.acdi-cida.gc.ca

###

წაკითხულია: 8441