პრესრელიზი
10 აპრილი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: მაია კვალიაშვილი
GTZ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: +995 32 201823
ელ-ფოსტა: maia.kvaliashvili@gtz.ge
[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 აპრილი, 2008 - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით (GTZ), 2008 წლის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის (CTF) პარალელურად, 10 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში მიმდინარეობს ღვინის ტურიზმის ერთდღიანი საერთაშორისო სიმპოზიუმი: „ღვინის ტურიზმი - ფაქტები და ტენდენციები- ბენჩმარკინგი საქართველოში“.
GTZ-ის პროექტის „კერძო სექტორის ხელშეწყობა საქართველოში“ ორგანიზებით მოწვეული ექსპერტები ხორვატიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, სერბეთიდან და რუმინეთიდან, ადგილობრივ ექსპრტებთან ერთად, იმსჯელებენ ღვინის ტურიზმის ფაქტებსა და ტენდენციებზე და გაგვიზიარებენ კონკრეტულ მაგალითებს თავიანთი ქვეყნებიდან. სიმპოზიუმის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა საჯარო დისკუსიას. სინქრონული თარგმანი ქართულ/ინგლისურ/რუსულ ენებზე უზრუნველყოფილი არის.
###