სეზონური პრობლემის აღწერა და სკრინინგის მიზანი: ვენური დაავადება ქრონიკული პრობლემაა, თუმცა გაზაფხულის დადგომასთან ერთად ის განსაკუთრებით იჩენს თავს. იგი ძირითადად 25 წლის ზემოთ ქალებს აღენიშნებათ, თუმცა მამაკაცებშიც ხშირია ეს მდგომარეობა, რომელიც ხშირად თანმდევი პრობლემებით რთულდება. ასეთ დაავადებას ხელს უწყობს პასიური დღის რეჟიმი, ჯდომითი სამუშაოები, ან ხანგრძლივი დგომა. სკრინინგი მიზნად ისახავას განსაზღვროს პრობლემის შესაბამისი დონე. ცნობისთვის მსგავსი დაავადება გარეგნული ნიშნების გარეშე მიმდინარეობს და იგი ქალების 80%-ს აქვთ. www.facebook.com/VeinHelp. ადრეულ ეტაპზე მას ახასიათებს სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი, წვა ან სიმხურვალე ქვედა კიდურებში და ღამის კრუნჩხვებ ფეხებში, მოგვიანებით კი მას ერთვის ხილული ცვლილებები, როგორიც არის კანზე განვითარებული ობობის ქსელისებური ვენები ან ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები. დროულად ჩატარებული მკურნალობის გარეშე მდგომარეობა მიდევ უფრო მძიმდება და ვენური წყლულის ჩამოყალიბებამდე და თრომბოზის განვითარებამდე შეიძლება მივიდეს. ამიტომაც მდგომარეობის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.