ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საერთაშორისო ციფრული მარკეტინგის სააგენტო mCloud საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის
24/03/2014


პრესრელიზი

24 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთი ფირცხალაიშვილი
577 402552
Kate@mcloud.ge
www.mcloud.ge

საერთაშორისო ციფრული მარკეტინგის სააგენტო mCloud საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის

mCloud (mcloudglobal.com) არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი სტრატეგიული მარკეტინგის საააგენტო, რომელიც 7 წელზე მეტია მოღვაწეობს ევროპის ბაზარზე და კომპანიებს ბიზნესის განვითარებას საძიებო სისტემების, სოციალური და ციფრული მედიის შესაძლებლობების გამოყენებით სთავაზობს.

კომპანიამ საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და თბილისის ოფისის გახსნის გადაწყვეტილება 2014 წლის დასაწყისში მიიღო.

mCloud საქართველო არის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკოპლექტებული პროფესიონალების გუნდი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

mCloud საქართველო საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწე კომპანიებს მომსახურების ორ ძირითად მიმართულებას შეთავაზებს:

• საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEM) და რეკლამა სოციალურ მედიაში - ოპტიმიზაცია საძიებო სისტემაში (SEO), რეკლამა Google-ში, რეკლამა სოციალურ მედიაში: Facebook, LinkedIn
• IT მომსახურება - ბოლო დროის ციფრული ტენდენციების გათვალისწინებით კრეატიული ვებ გვერდებისა და ვებ ბანერების დამზადება

mCloud საქართველო ზუსტად პასუხობს გლობალურ მარკეტინგულ ტენდენციებსა და გამოწვევებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიებს მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დაეხმარება.

 

წაკითხულია: 3556