ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საზოგადოების ჩართულობა
19/02/2013

პრესრელიზი

19 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: +995 32 272-72-60;
ელ. ფოსტა: t.sharashidze@moe.gov.ge

საზოგადოების ჩართულობა

მდინარე ხდისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით წარმოდგენილ იქნა შპს ,,ყაზბეგი ჰესის" მდ. ხდისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და თანდართული დოკუმენტაცია.

გამომდინარე იქიდან, რომ ყაზბეგის რაიონში ჰიდროელ-ექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პერიოდში გამოიკვეთა საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი საკითხი ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს გარემოსდაცვით საკითხებში აქტიურად ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.

საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ პროექტთან დაკავშირებით თქვენი წინადადებები მიმდინარე წლის 4 მარტამდე, შემდეგ მისამართზე: . თბილისი, გულუას . N6, გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპე-ქტირების დეპარტამენტი; ტელ.: +995 32 272-72-60; ელ. ფოსტა: t.sharashidze@moe.gov.ge

ტექნიკური
რეზიუმეს და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=2170

 

 

 

წაკითხულია: 2012