ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით აზერბაიჯანის მოქალაქე პატიმრობას გადაურჩა
18/05/2009



პრესრელიზი

18 მაისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
PR-მენეჯერი
ტელ: (+995 32) 93 20 90
მობ: (+995 99) 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge  

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით აზერბაიჯანის მოქალაქე პატიმრობას გადაურჩა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 მაისი, 2009 - იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატი პაატა ფხალაძე აზერბაიჯანის მოქალაქის სამანდარ კ-ს ინტერესებს იცავდა. სამანდარ კ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქმის მასალების გაცნობისა და ბრალდებულთან გასაუბრების შემდეგ საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაარკვია, რომ სამანდარ კ.-მ სახელმწიფო საზღვარი დეიდაშვილთან - თუჩანვაზ დ.-სთან ერთად გადმოკვეთა. მოგვიანებით, საქართველოდან გასვლის დღეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოჩნდა, რომ ბრალდებულის პასპორტში საქართველოში შემოსვლის ფაქტი არ ფიქსირდებოდა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ქვემო ქართლის პროკურატურის წინაშე დააყენა შუამდგომლობა სამანდარ კ.-სა და თუჩანვაზ დ.-ს მიერ საზღვრის გადაკვეთის ამსახველი ვიდეომასალის ამოღების შესახებ. პროკურატურამ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, გამოძიებამ ვიდეომასალა არ მიიჩნია უტყუარ ფაქტად, რადგან სამანდარ კ.-ს სახე გარკვევით არ ჩანდა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა პროკურატურას ბრალდებულის დეიდაშვილის - თუჩანვაზ დ.-ს დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა. დაკითხვისას, თუჩანვაზ დ.-მ დაადასტურა სამანდარ კ.-ს მიერ საზღვრის კანონიერად გადმოკვეთის ფაქტი.

საბოლოოდ, პაატა ფხალაძის ძალისხმევით პროკურატურამ სამანდარ კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოს (ზუგდიდის, ფოთის), გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში ფუნქციონირებს.

###

წაკითხულია: 9026

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში