ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაციები ჩაატარეს
25/06/2008
 

 

 

პრესრელიზი

25 ივნისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ: 93 20 90
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა:
gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: http://www.legalaid.ge/

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაციები ჩაატარეს

[PUBLICITY.GE]თბილისი, 25 ივნისი, 2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს წარმომადგენლებმა სენაკის რაიონის მოსახლეობისათვის გასვლითი კონსულტაციები ჩაატარეს. ღონისძიების მიზანი მოქალაქეთა სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

კონსულტაციების ფარგლებში, იურიდიული დახმარების ფოთის ბიუროს იურისტებმა საზოგადოებისათვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს. მოსახლეობასთან შეხვედრები კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მოქალაქეებს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მისცა. სამართლებრივი თემების განხილვასთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო მასალები დაურიგეს.

იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოების ინფორმირებას უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ზაფხულის პერიოდში გასვლითი კონსულტაციები უფრო ინტენსიურ ხასიათს შეიძენს და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში დასაქმებული იურისტები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საადვოკატო მომსახურებას უწევენ. ამჟამად სამსახურის ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, აჭარასა და თბილისში მოქმედებს.

###

 

წაკითხულია: 8347

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში