4 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
თბილისი 0160, ჭავჭავაძის 37
ტელ: 230 5005, 230 6383
ელ.ფოსტა: maia.margvelani@globalmed.ge
საკონტაქტო პირი: მაია მარგველანი ტელ. 599 434132
http://www.globalmed.ge/
საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით საქართველოს ეწვია გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ასკლეპიოს კლინიკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნ ანა ბირხოლცი
საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონი გოჩა ცინცაძის მოწვევით საქართველოში ჩამობრძანდება გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ასკლეპიოს კლინიკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნ ანა ბირხოლცი. ვიზიტის მიზანია ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება,აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება დელეგაციის შეხვედრა ქიმიოთერაპიის კლინიკის და ცენტრის დირექტორთან გოჩა ცინცაძესთან, საქართველოს წამყვან ექიმებთან და პროფესორებთან, ასევე გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანაშრომლობის შესახებ საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს, ცინცაძის ქიმიოთერაპიულ კლინიკას და გერმანიის ქ.ჰამბურგის ასკლეპიოს კლინას შორის.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძვანელის, მაია მარგველანის განცხადებით, 5 სექტემბერს 2სთ ზე კლინიკაში ჩატარდება უფასო კონსულტაციები ქართველი პაციენტებისთვის, ხოლო მოგვიანებით იმავე დღეს 4სთ ზე გაიმართება შეხვედრა მოლაპარაკება პარტნიორ, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებთან და პროფესორებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.ასევე შეთანხმება მოხდება უახლოეს მომავალში თბილისში გერმანულ კლინიკასთას არსებული, უახლოესი სადიაგნოსტიკო აპარატურით აღჭურვილი ჰეპატიტის ცენტრის გახსნის შესახებ.თუ გავითვალისწინებთ საქარათველოში ც ჰეპატიტით ოფიციალურად აღრიცხულ 300000 მდე პაციენტს , ეს მეტად მნიშვნელოვანი სიახლეა.
ანალოგიური კონტრაქტების შესაბამისად საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით საქართველოს ოქტომბრის თვეში ეწვევა ონკოლოგ ექიმთა ჯგუფი ინდოეთიდან რომლებიც ცენტრთა შეტთანხმების საპუძველზე გეგმავენ პირველად საქართველოში ჩაატარომ უპრეცენდენტო ურზთულესი ოპერაციები ,რითაც თავის გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.
###
საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს გაფორმებული აქვს მსოფლიოს 14 ქვეყანის 100-ზე მეტ კლინიკასთან კონტრაქტი, მათ შორის გერმანიის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, შვეიცარიის, აშშ-ს, ინდოეთის, ჩინეთის, თურქეთის კლინიკებთან. დღეს არსებული სერვისით ქართველ პაციენტს შეუძლია იმკურნალოს მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ამასთანავე, მკურნალობის პროცესს სრულად უწევს მონიტორინგს ცენტრის ექიმები. თებერვლის თვეში გერმანიის, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ერთად გაიხსნა ქიმიოთერაპიის კლინიკა და პირველად ამიერკავკასიის რეგიონში ტელედიაგნოსტიკის ცენტრი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კლინიკის და ცენტრის გენ დირექტორი, ბატონი გოჩა ცინცაძე იმედოვნებს, რომ ქართველი პაციენტებისთვის შესაძლებელ იქნება უახლესი მეთოდებით მკურნალობა ხელმისაწვდომ ფასებში.