ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/11/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სათემო ლიდერთა ფორუმი
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით, 16 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“-ში სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სოფლის განვითარების სტრატეგიის და ასევე, ქალთა სათემო ჯგუფებისთვის ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების განხილვა, სათემო ჯგუფების მიერ ერთიანი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები და თემის განვითარების მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ღონისძიებას გახსნიან: ეკა ურუშაძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ნათია ნაცვლიშვილი - პროგრამების ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამა; მოლი ლიენი - შვედეთის საელჩოს განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ შედეგები. განხილული იქნება სოფლის განვითარების სტრატეგია და სათემო ლიდერებისათვის ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების და საქართველოში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ორგანიზაციის შესახებ
ღონისძიება ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ფარგლებში. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ასევე ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“.
წაკითხულია: 2463